https://sputnik-georgia.com/20220427/saakasvilma-amanati-mxolod-ertxel-ver-miiro-266263442.html
სააკაშვილმა ამანათი მხოლოდ ერთხელ ვერ მიიღო - პენიტენციური სამსახური
სააკაშვილმა ამანათი მხოლოდ ერთხელ ვერ მიიღო - პენიტენციური სამსახური
Sputnik საქართველო
ენმ-ში განაცხადეს, რომ სააკაშვილს „გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს“.
2022-04-27T14:00+0400
2022-04-27T14:00+0400
2022-04-27T17:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407788_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_d727e345d3c2c917582f5240639af76d.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასჯელს რუსთავის №12 ციხეში იხდის, ამანათი მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ვერ მიიღო, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ სააკაშვილთან პაემნის შემდეგ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს „გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს“. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ სამი სახის საკვების მიღება შეუძლია, რომელიც აქამდე ამანათის სახით ციხეში შეჰქონდათ, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ ეს აკრძალა.სააკაშვილისთვის ასევე ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება.პენიტენციურ სამსახურში ასევე უარყვეს რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, რაც „პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დისკრედიტაციას ემსახურება“.როგორც სოციალურ ქსელში სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ დაწერა, სააკაშვილი არ შიმშილობს, ის უბრალოდ ვერ იღებს საკვებს. ამიტომ იღებდა მხოლოდ უცხიმო სულგუნს და კიტრს.სააკაშვილის მხარდამჭერები მის გადაყვანას მოითხოვენ უცხოეთის კლინიკაში.ნიკა მელია პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს >>სასამართლოს ბოლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა დაიჩივლა, რომ თავს ცუდად გრძნობს და მას არასათანადოდ მკურნალობენ. მისი თქმით, მას პრაქტიკულად არ შეუძლია საკვების მიღება და ამის გამო 12 კგ დაიკლო. მედიკოსების დახმარება სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზეც დასჭირდა.პენიტენციურ სამსახურში, თავის მხრივ, უარყვეს ინფორმაცია პატიმრის არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების თაობაზე.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261407788_124:0:1400:957_1920x0_80_0_0_b17984cc3a95324346312ea2d5dd98d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სააკაშვილი ამანათი მიღება პენიტენციური სამსახური
სააკაშვილი ამანათი მიღება პენიტენციური სამსახური
სააკაშვილმა ამანათი მხოლოდ ერთხელ ვერ მიიღო - პენიტენციური სამსახური
14:00 27.04.2022 (განახლებულია: 17:08 27.04.2022) „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ სააკაშვილს „გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს“.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სასჯელს რუსთავის №12 ციხეში იხდის, ამანათი მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ვერ მიიღო, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ სააკაშვილთან პაემნის შემდეგ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს „გადაუკეტეს ყველა გზა, რომ საკვები მიიღოს“. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ სამი სახის საკვების მიღება შეუძლია, რომელიც აქამდე ამანათის სახით ციხეში შეჰქონდათ, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ ეს აკრძალა.
„მიხეილ სააკაშვილს ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია... ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მ. სააკაშვილს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
სააკაშვილისთვის ასევე ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება.
პენიტენციურ სამსახურში ასევე უარყვეს რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, რაც „პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დისკრედიტაციას ემსახურება“.
როგორც სოციალურ ქსელში სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ დაწერა, სააკაშვილი არ შიმშილობს, ის უბრალოდ ვერ იღებს საკვებს. ამიტომ იღებდა მხოლოდ უცხიმო სულგუნს და კიტრს.
სააკაშვილის მხარდამჭერები მის გადაყვანას მოითხოვენ უცხოეთის კლინიკაში.
სასამართლოს ბოლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა დაიჩივლა, რომ თავს ცუდად გრძნობს და მას არასათანადოდ მკურნალობენ. მისი თქმით, მას პრაქტიკულად არ შეუძლია საკვების მიღება და ამის გამო 12 კგ დაიკლო. მედიკოსების დახმარება სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზეც დასჭირდა.
პენიტენციურ სამსახურში, თავის მხრივ, უარყვეს ინფორმაცია პატიმრის არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების თაობაზე.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.