ქართველი მეზღვაური ტუნისში გემის განზრახ ჩაძირვის ფაქტზე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerგემები ხერსონის პორტში
გემები ხერსონის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
ქართველი მეზღვაური თაღლითობაშია ბრალდებული.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ტუნისში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი მეზღვაურები დააკავეს გემის განზრახ ჩაძირვის ბრალდებით, რაც სადაზღვევო კომპანიისგან დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მიღებას ემსახურებოდა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი თურქი, ორი აზერბაიჯანელი და ერთი ქართველი მეზღვაური.
ტელეარხის ცნობით, მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ ჩაძირვის მიზეზი გახდა ათასი ტონა ნავთობის ტვირთი, რომელიც გემს ეკვატორული გვინეიდან მალტაში გადაჰქონდა. მაგრამ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გემზე არანაირი ტვირთი არ ყოფილა.
ეკიპაჟმა ასევე ვერ წარმოადგინა ვერანაირი დოკუმენტი, რომელიც ტვირთის გადაზიდვას დაადასტურებდა.
სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ეკიპაჟის ყველა წევრის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
წყარო - ტელეარხი „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0