https://sputnik-georgia.com/20220427/personalur-monacemta-dacvis-samsaxuri-mosaxleobas-afrtxilebs-266267257.html
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აფრთხილებს საზოგადოებას, რომ Datacomm-ისგან მიღებული ბმული შეიძლება ვირუსს ან მავნე პროგრამებს შეიცავდეს
2022-04-27T17:16+0400
2022-04-27T17:16+0400
2022-04-27T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571513_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_8f1149851a27184be9a17d0706721137.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ Datacomm-ის სახელით მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის გახსნისგან.როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყებას დღეს, 27 აპრილს მიმართა არაერთმა პირმა, რომლებიც იდენტური შინაარსის გარემოებებზე უთითებდნენ.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა.„მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიცვათ კიბერუსაფრხოების წესები და თავი შეიკავოთ არასანდო და არაიდენტიფიცირებული შეტყობინებებით (SmS, Email, Messanger) მიღებული ბმულების გახსნისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.რადგან აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, 2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სამსახურში შემოსული შეტყობინებები, წარმოდგენილ თანდართულ ფოტომასალასთან ერთად, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.წყარო - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251571513_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_004b165255bc85207cbb8cac75aa8f3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობა გაფრთხილება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობა გაფრთხილება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
17:16 27.04.2022 (განახლებულია: 20:42 27.04.2022) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აფრთხილებს საზოგადოებას, რომ Datacomm-სგან მიღებული ბმული შეიძლება ვირუსს ან მავნე პროგრამებს შეიცავდეს.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ Datacomm-ის სახელით მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის გახსნისგან.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყებას დღეს, 27 აპრილს მიმართა არაერთმა პირმა, რომლებიც იდენტური შინაარსის გარემოებებზე უთითებდნენ.
„კერძოდ, მათ Datacomm-ის სახელით მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული (ე.წ. ლინკი)“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა.
„მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიცვათ კიბერუსაფრხოების წესები და თავი შეიკავოთ არასანდო და არაიდენტიფიცირებული შეტყობინებებით (SmS, Email, Messanger) მიღებული ბმულების გახსნისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
რადგან აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, 2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სამსახურში შემოსული შეტყობინებები, წარმოდგენილ თანდართულ ფოტომასალასთან ერთად, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.