Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვეძებ ძმას, რომელიც 42-44 წლისაა...“ - ნანუკა გულუამ საიდუმლო გაამხილა

© courtesy of Nanuka Guluaნანუკა გულუა
ნანუკა გულუა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
აღმოჩნდა, რომ ყველასთვის საყვარელ მსახიობს ძმა ჰყოლია.
ია ფარულავას გადაცემაში მსახიობმა ნანუკა გულუამ გაამხილა თავისი ოჯახის საიდუმლო, რაზეც არასდროს უსაუბრია. მან კონვერტი გახსნა და აღნიშნა, რომ ბავშვობაში მიყურადება უყვარდა და როდესაც მის მამას ოპერაცია გაუკეთეს და ცუდად იყო, მოისმინა მისი საუბარი ვიღაც ბავშვზე.

„დიალოგი მამიდაჩემთან მახსოვს ბუნდოვნად. მას შემდეგ მქონდა ეს აზრი, რომ მამაჩემის ცხოვრებაში არსებობდა ბავშვი, რომელიც, სავარაუდოდ, იყო მისი შვილი. მე და ჩემი უფროსი და სულ ვიყავით ამ მიყურადებებში, რომ კიდევ რამე ამბავი გაგვეგო. ასე დეტალურად არაფერი ვიცოდით და არც არავინ გვეუბნებოდა. ჩვენ ვერ ვატკენდით და მამას ამის შესახებ ვერ ვკითხავდით, ამის უფლება თავისთვის არასდროს მიმიცია“, – აღნიშნა მსახიობმა.

მისი თქმით, მამის გარდაცვალების მერე გაიგო, რომ სანამ მამა დაოჯახდებოდა, როცა 22 წლის იყო, მათთან მდგმურად ცხოვრობდა უკრაინელი, ან რუსი წარმოშობის დედა-შვილი.

„გოგონა დაორსულდა მამისგან. ალბათ არ მოაყვანინეს ცოლად. ამ გოგონამ გააშვილა ბავშვი და მალევე დატოვა საქართველო. ვერანაირად ვერ ვპოულობ გზას, საიდან დავიწყო მისი ძიება. არ ვიცი ამ ქალის სახელი და გვარი. ჩანაწერი სამშობიაროში იქნება, სავარაუდოდ, ამ ქალის გვარით. ჩემი ძმა არის დაახლოებით 42-44 წლის. ჩემი დები, მამიდაშვილები, მამის მხრიდან ნათესავები ცხვირით, ყბითა და კბილებით ვგავართ ერთმანეთს, ყველას დამახასიათებელი გვაქვს. მგონია, რომ თუ სლავური წარმოშობა შეუცვლიდა ნაკვთებს, რაღაც მაინც ექნება დამახასიათებელი. ზუსტად ვიცი, რომ გააშვილა საქართველოში, თბილისში ან ზუგდიდში“, – აღნიშნა ნანუკამ.

ყველა ახალი ამბავი
0