მძღოლების საყურადღებოდ! გორის საავტომობილო გვირაბი დროებით დაიკეტება

© photo: Sputnikავტომაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთი
ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
გორის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 29 აპრილს მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 29 აპრილის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე გვირაბის სენაკი–თბილისის, ხოლო 03:00 საათიდან 06:00 საათამდე გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, საავტომობილო გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი–სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ამ მიმართულების ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი–თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი–თბილისის მიმართულება გადაერთვება გორის გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზაზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0