https://sputnik-georgia.com/20220427/ilia-darciasvilma-da-ilham-alievma-strategiuli-partniorobis-sakitxebi-ganixiles-266268153.html
ილია დარჩიაშვილმა და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს
ილია დარჩიაშვილმა და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს
Sputnik საქართველო
საქართველომ და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა
2022-04-27T17:37+0400
2022-04-27T17:37+0400
2022-04-27T20:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1b/266264006_691:102:1293:441_1920x0_80_0_0_b00c19524f0318a33e6aa463256ef367.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.დარჩიაშვილი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში სამშაბათს გაემგზავრა. ვიზიტი შაჰიდების ხეივნის გვირგვინით შემკობის ცერემონიით და ეროვნული ლიდერის ჰეიდარ აილიევის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. მათ დადებითი შეფასება მისცეს წარმატებით მიმდინარე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირად წვლილს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავებაში.შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტ ალიევს გადასცა საქართველოს მთავრობის მეთაურის მოკითხვა და მოწვევა თბილისში.ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში.აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–თებერვალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ით გაიზარდა და 248,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი 39,1%-ით გაიზარდა.წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1b/266264006_720:103:1240:493_1920x0_80_0_0_1ff2cc622dda5e6dce276b841291fac1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ილია დარჩიაშვილი ილჰამ ალიევი პარტნიორობა საკითხები ბაქო
ილია დარჩიაშვილი ილჰამ ალიევი პარტნიორობა საკითხები ბაქო
ილია დარჩიაშვილმა და ილჰამ ალიევმა სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს
17:37 27.04.2022 (განახლებულია: 20:56 27.04.2022) ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დარჩიაშვილი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში სამშაბათს გაემგზავრა. ვიზიტი შაჰიდების ხეივნის გვირგვინით შემკობის ცერემონიით და ეროვნული ლიდერის ჰეიდარ აილიევის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.
შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. მათ დადებითი შეფასება მისცეს წარმატებით მიმდინარე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირად წვლილს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტ ალიევს გადასცა საქართველოს მთავრობის მეთაურის მოკითხვა და მოწვევა თბილისში.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–თებერვალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ით გაიზარდა და 248,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი 39,1%-ით გაიზარდა.