„ყველას სამარე მოგველის, ვინც დედის მუცლით შობილა“ - გიორგი გილიგაშვილი დაავადებაზე

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ერთი კვირის წინ გავიკეთე ოპერაცია. ახლა ჩამოვფრინდი საქართველოში. ეს საოცარი დღესასწაულები და ტკივილები ვეცდები, რომ მართლმადიდებულ წიაღში გავატარო მარხვითა და ლოცვით. აღდგომის შემდეგ, მეორე კვირას კვლავ კონსტანტინოპოლს უნდა ვეახლო და, როგორც მითხრეს, რამდენიმე დღე იზოლაციაში რადიაქტიური იოდით მკურნალობა ჩავიტარო. თუ სადმე მეტასტაზი არის დარჩენილი, იქაც რომ მოკლას. ასე ამიხსნეს ექიმებმა. ყველაფერი არის ლეგენდარულად, კარგად იქნება ღმერთის წყალობით. რაც იქნება, იმას მივიღებ სიყვარულით“, – ამბობს მსახიობი.
„არავინ თქვას, რომ „ჩვენ ვერას დაგვაკლებს სნეულება“. „ყველას სამარე მოგველის, ვინც დედის მუცლით შობილაო“, ჩვენი ვაჟა ამბობს. ჩემი სათქმელის მიზანი ვინმეს შეშინება არ არის. უბრალოდ, თუ გინდა სიცოცხლე უფრო დატკბეს და გალამაზდეს, გახსოვდეს, რომ გარდაცვალების ჟამი ახლოა“, – ამბობს მსახიობი.