„გაგრძელება არ ექნება“ - პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა საუბრებს რეფერენდუმზე ცხინვალში

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმი არ ჩატარდება.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში საუბრებს რეფერენდუმზე გაგრძელება არ ექნება.
ადრე „სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე შეიძლება 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის შეერთების შემთხვევაში ერთიან სუბიექტს შეიძლება ეწოდოს ოსეთი–ალანია. როგორც ბიბილოვმა თქვა, ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები რუსეთთან.

„მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამას, რა თქმა უნდა, გაგრძელება არ ექნება, თუმცა, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად... რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია პარტნიორებთან.
„უნდა ვიყოთ მათთან მჭიდრო კოორდინაციაში და მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები ამის თაობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
მანამდე დავით ზალკალიანმა, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა, რომ არანაირ რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონში იურიდიული ძალა არ ექნება.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0