https://sputnik-georgia.com/20220426/vice-premieri-omi-ar-iqneba-266246020.html
საქართველოს ვიცე-პრემიერი: „ომი არ იქნება"
საქართველოს ვიცე-პრემიერი: „ომი არ იქნება"
Sputnik საქართველო
კულტურის მინისტრმა არესტოვიჩის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა, რომელიც ბოლომდე შიფრავს „ნაცმოძრაობას“. 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T20:12+0400
2022-04-26T20:12+0400
2022-04-26T23:14+0400
საქართველო
უკრაინა
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546069_0:145:2048:1297_1920x0_80_0_0_b1b758eed02f4801a881640795aafa87.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის ტერიტორიაზე ომს და გააგრძელებს სტაბილური განვითარების კურსს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინის პრეზიდენტის მთავარი ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებით.როგორც არესტოვიჩმა განაცხადა, არც მოლდოვისა და არც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაში „ომის ადამიანები“ არ არიან. მისი თქმით, ამ ადამიანებისთვის ომი – ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ამის გაკეთება შეეძლო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, აღნიშნა არესტოვიჩმა.მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში „არ გავარდეს ტყვია“.„ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და ის მშვიდობა, რომელიც დღეს ძალიან ღირებულია, არის სისხლით მოტანილი. ჩვენ ეს სისხლი აღარ გვინდა, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მინიმუმ ის პირობები, რაც დღეს არის – მყიფე მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა, და განვამტკიცოთ ეს მშვიდობა უფრო მეტად“, – განაცხადა წულუკიანმა.ვიცე-პრემიერმა არესტოვიჩის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა, რომელიც ბოლომდე შიფრავს „ნაცმოძრაობას“, რომლის დამფუძნებელიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.„დღეს ბატონი არესტოვიჩი ადასტურებს, სააკაშვილი რომ იყოს დღეს ხელისუფლებაში, საქართველო იქნებოდა ომის ალში გახვეული. ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენი პოლიტიკა ომი არ იქნება“, – აღნიშნა მან.პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. მმართველ პარტიაში კი ამას იმით ხსნიან, რომ სანქციების გამო თავად საქართველო დაზარალდება. ისინი ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებენ.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546069_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_6b2e0ad0005d763325ffede377ecabe5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ვიცე-პრემიერი: „ომი არ იქნება"
20:12 26.04.2022 (განახლებულია: 23:14 26.04.2022) კულტურის მინისტრმა არესტოვიჩის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა, რომელიც ბოლომდე შიფრავს „ნაცმოძრაობას“.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის ტერიტორიაზე ომს და გააგრძელებს სტაბილური განვითარების კურსს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინის პრეზიდენტის მთავარი ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც არესტოვიჩმა განაცხადა, არც მოლდოვისა და არც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაში „ომის ადამიანები“ არ არიან. მისი თქმით, ამ ადამიანებისთვის ომი – ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ამის გაკეთება შეეძლო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, აღნიშნა არესტოვიჩმა.
„მე, როგორც ამ მთავრობის წევრი, ვადასტურებ იმას, რომ ამ მთავრობაში დღეს არ არიან „ომის ადამიანები“. ჩვენ ვართ მშვიდობის ადამიანები, ჩვენ ვართ სტაბილურობისთვის მებრძოლი ხალხი“, – განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში „არ გავარდეს ტყვია“.
„ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და ის მშვიდობა, რომელიც დღეს ძალიან ღირებულია, არის სისხლით მოტანილი. ჩვენ ეს სისხლი აღარ გვინდა, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს მინიმუმ ის პირობები, რაც დღეს არის – მყიფე მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა, და განვამტკიცოთ ეს მშვიდობა უფრო მეტად“, – განაცხადა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერმა არესტოვიჩის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა, რომელიც ბოლომდე შიფრავს „ნაცმოძრაობას“, რომლის დამფუძნებელიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
„დღეს ბატონი არესტოვიჩი ადასტურებს, სააკაშვილი რომ იყოს დღეს ხელისუფლებაში, საქართველო იქნებოდა ომის ალში გახვეული. ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ. ჩვენი პოლიტიკა ომი არ იქნება“, – აღნიშნა მან.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო. მმართველ პარტიაში კი ამას იმით ხსნიან, რომ სანქციების გამო თავად საქართველო დაზარალდება. ისინი ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებენ.