თბილისში საქველმოქმედო მარათონი Wings for Life World Run გაიმართება

© courtesy of Wings for Life World Runმარათონი Wings for Life World Run
მარათონი Wings for Life World Run - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს. მთავარი პირობაა — ასაკი 18 წელს ზემოთ.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველო წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ მოვლენას – ტრადიციულ მსოფლიო საქველმოქმედო მარათონს Wings for Life World Run 2022 უერთდება, რომელიც 8 მაისს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართება.
Wings for life world run მსოფლიო საქველმოქმედო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ მასში არც საფინიშო ხაზია და არც დროით შეზღუდვა. არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა წამოეწიოს სპეციალური „საფინიშო მანქანა", რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთის შემდეგ გადის და 15-25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მონაწილე, რომელსაც „საფინიშო მანქანა" დაეწევა, წყვეტს სირბილს და მას საწყის წერტილზე სპეციალური ავტობუსით დააბრუნებენ.
გამოვლინდება ორი გამარჯვებული — ქალი და მამაკაცი, ისინი, ვისაც სულ ბოლოს წამოეწევა „საფინიშო მანქანა".
მარათონში მონაწილეთა რეგისტრაცია მარათონის ოფიციალურ გვერდზე ამ დრომდე გრძელდება – მსურველებმა უნდა გადმოიწერონ Wings for Life World Run-ის აპლიკაცია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე, და დარეგისტრირდნენ საქველმოქმედო მარათონზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია (8 ევრო). შეგროვებული თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში Wings for Life, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ასპონსორებს.
საქველმოქმედო მარათონში, ჩვეულებრივ, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს. მთავარი პირობაა — ასაკი 18 წელს ზემოთ.
მარათონზე კორპორატიული რეგისტრაცია 6 მაისს, ინდივიდუალური კი 8 მაისს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0