თბილისში „ოტელოს“ პრემიერა გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliოპერისა და ბალეტის თეატრი
ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ბალეტი „ოტელოს“ განახლებული ვერსია იქნება წარმოდგენილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 13 მაისს.
ოპერისა და ბალეტის თეატრში „ოტელოს“ პრემიერა XX საუკუნის მეორე ნახევარში, 1957 წლის 29 ნოემბერს შედგა.
65 წლის შემდეგ ალექსი მაჭავარიანისა და ვახტანგ ჭაბუკიანის „ოტელო“ ქართული ოპერისა და ბალეტის სცენაზე ბრუნდება, თუმცა განახლებული ქორეოგრაფიული ვერსიით, ლიბრეტოთი და რეჟისურით, რომელიც ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. ბალეტის სადადგმო დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი.
საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 14, 18, 19, 20 და 21 მაისს. სპექტაკლის დასაწყისი 19:00 საათზე.
ბალეტი „ოტელო“ უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების ტრაგიკული პიესის მიხედვით დაიდგა. პიესის სიუჟეტი ეფუძნება ჯირალდი ჩინტიოს მოთხრობას „ვენეციელი მავრი“.
ყველა ახალი ამბავი
0