„პრომეთეოსი“ რუსეთს ბირთვული დარტყმისგან კოსმოსიდან დაიცავს

© Ministry of Defense of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემა С-500 „პრომეთეოსის“ სერიული წარმოება რუსეთს მიუწვდომელს ხდის გლობალურ მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებაში. მაშინ, როცა დასავლელი „პარტნიორები“ С-400 „ტრიუმფის“ მსგავსის შექმნას ცდილობენ, რუსული „პრომეთეოსი“ ახლო კოსმოსს აკონტროლებს — ასობით კილომეტრის სიმაღლეზე.
იან ნოვიკოვმა, კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ გენერალურმა დირექტორმა 25 აპრილს განაცხადა, რომ С-500 მასობრივ წარმოებაში შევიდა. ამ სისტემას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და მალე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის საფუძველი გახდება.
С-500-ის პირველი ბრიგადული ნაკრები კოსმოსური ძალების სპეცდანიშნულების მე-15 არმიის ჯარებმა მიიღეს 2021 წლის ოქტომბერში. ნახევარი წელია „პრომეთეოსი“ საიმედოდ აკონტროლებს და იცავს საჰაერო სივრცეს მოსკოვის თავზე. მეორე ბრიგადული კომპლექტი საბრძოლო მოვალეობას 2022 წლის პირველ ნახევარში შეუდგება. სპეციალისტების გადამზადება მეხუთე წელია მიმდინარეობს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლესმა С-500-მა კაპუსტინ იარის პოლიგონზე მაღალსიჩქარიან ბალისტიკურ სამიზნეზე ცოცხალი სატესტო სროლა ჩაატარა და მითითებული ამოცანის შესრულების მახასიათებლები და მაღალი საიმედოობა დაადასტურა. „პრომეთეოსი“ შექმნილია იმისათვის, რომ გაანადგუროს პოტენციური მტრის საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის ყველა არსებული და პერსპექტიული საშუალება – სიჩქარის მთელ დიაპაზონში, 600 კმ-მდე მანძილზე და 200 კმ-მდე სიმაღლეზე.
„პრომეთეოსის“ ტექნიკური მახასიათებლების უმეტესობა საიდუმლოა, მაგრამ დასავლეთში მაშინვე შეამჩნიეს რუსული „პრომეთეოსის“ ძალა, რომელსაც შეუძლია "ჩამოაგდოს თანამგზავრები, ჰიპერბგერითი რაკეტები და მრავალი სხვა". Military Watch С-500-ის შესაძლო სამიზნეებად არარსებულ სტრატეგიულ ბომბდამშენ B-21 Raider-ს, ჰიპერბგერით რაკეტებსა და შეერთებული შტატების სადაზვერვო და მოიერიშე SR-72-ებს განიხილავს.

საიმედო ფარი, დაუძლეველი ხმალი

„პრომეთეს“ შეუძლია გაანადგუროს ბალისტიკური, აეროდინამიკური სამიზნეები და ფრთოსანი რაკეტები დაახლოებით 600 კმ-ის რადიუსში, მაგრამ ეს არ არის რუსული С-400 სისტემების ან A-135 სარაკეტო თავდაცვის სისტემების წინა თაობის გაგრძელება, განვითარება ან ჩანაცვლება. უახლესი სისტემის მთავარი ამოცანაა საშუალო დისტანციის ბალისტიკური და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების განადგურება მათი ფრენის ტრაექტორიის ბოლო მონაკვეთში.
ღია წყაროების ინფორმაციით, С-500-ის მთავარი სპეციალიზაცია ქვეყნის კოსმოსური საზღვრების დაცვაა შესაძლო ბირთვული სარაკეტო თავდასხმისგან. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური განადგურების სიმაღლეა 200 (400) კმ და 7 კმ/წმ სიჩქარით მფრინავი სამიზნეების განადგურების შესაძლებლობა.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საზენიტო-სარაკეტო პოლკები 70 პროცენტზე მეტითაა აღჭურვილი თანამედროვე С-400-ებით. ჯარებისთვის უახლესი „პრომეთეს“ მიწოდება „ტრიუმფებს“ უკანა პლანზე არ გადასწევს. ისინი საჰაერო თავდაცვის სისტემის ეშელონირებულ თავდაცვას უფრო მკვრივსა და ღრმას გახდის.
2025 წლამდე სახელმწიფო შეიარაღების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია С-500-ის ხუთი ბრიგადული კომპლექტის შეძენა, რომელიც ცენტრალურ რუსეთში A-135 სარაკეტო თავდაცვის სისტემასთან გაერთიანდება. სამომავლოდ С-500-ის სახმელეთო ვერსია შეიძლება სახომალდე ვერსიად იქცეს.
აშშ და ნატო შესამჩნევად ჩამორჩებიან რუსეთსა და ჩინეთს ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებაში. და, მაინც, С-500-ის ანტიჰიპერბგერით სისტემას აქვს უზარმაზარი საექსპორტო პოტენციალი. ბელარუსი, ჩინეთი, ინდოეთი, ალჟირი და ირანი სავარაუდო უცხოელ მყიდველთა „ტოპ–ხუთეულად" ითვლება. რუსული თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარება გრძელდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0