https://sputnik-georgia.com/20220426/ra-sakitxebi-ganixiles-putinma-da-gutereshma-shexvedraze-266252106.html
რა საკითხები განიხილეს პუტინმა და გუტერეშმა შეხვედრაზე
რა საკითხები განიხილეს პუტინმა და გუტერეშმა შეხვედრაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. რუსეთმა სამხედრო სპეცოპერაცია გაეროს წესდების შესაბამისად დაიწყო, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა... 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T23:42+0400
2022-04-26T23:42+0400
2023-07-20T15:44+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1a/266250216_0:0:3142:1768_1920x0_80_0_0_3c04de377e9eb2df391e38fdad8d5abe.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. რუსეთმა სამხედრო სპეცოპერაცია გაეროს წესდების შესაბამისად დაიწყო, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრაზე.გუტერეშსა და პუტინს შორის შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.პუტინის თქმით, უკრაინის ირგვლივ პრობლემა 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ წარმოიშვა, „მინსკი-2“ იყო მშვიდობიანი დარეგულირების მცდელობა, მაგრამ ადამიანები დონბასში აღმოჩნდნენ ბლოკადაში, სამხედრო ზეწოლის ქვეშ.რუსეთის პრეზიდენტის აზრით, სტამბულში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე სერიოზული გარღვევა მოხდა, მაგრამ შემდეგ რუსეთი ბუჩაში პროვოკაციებს შეეჩეხა.„რუსეთის ფედერაციის არმიას ბუჩაში მოვლენებთან კავშირი არ აქვს. მოსკოვმა იცის თუ ვინ დგას ამ პროვოკაციის უკან“, - განაცხადა პუტინმა.ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახლა მარიუპოლში არანაირი საომარი მოქმედებები არ მიდის.„ჩვენ უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის, რომ „აზოვსტალში“ არიან რიგითი მოქალაქეები, მაგრამ მაშინ ისინი უკრაინელმა სამხედროებმა უნდა გამოუშვან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოქმედებენ როგორც „ისლამური სახელმწიფო“, - განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, გუტერეშმა აღნიშნა, რომ გაერო ხვდება, რომ რუსეთს აქვს პრეტენზიები ევროპულ უსაფრთხოებასთან და უკრაინაში სიტუაციასთან დაკავშირებით.„მესმის, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს რიგი პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით რაც უკრაინაში ხდება, ასევე ევროპულ გლობალურ უსაფრთხოებასთან“, - განაცხადა გაეროს გენმდივანმა.როგორც გუტერეშმა აღნიშნა, იგი ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარებით და მოსკოვში პრაგმატული მიდგომით ჩავიდა.„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც ახლა ხდება და მიგვაჩნია, რომ მოხდა შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ჩამოვედი მოსკოვში პრაგმატული მიდგომით. ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გამო“, – განაცხადა გუტერეშმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. საპასუხოდ დასავლეთმა რუსეთის მისამართით ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1a/266250216_276:0:3005:2047_1920x0_80_0_0_5858bead84419325bf9e0aff5648403e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. რუსეთმა სამხედრო სპეცოპერაცია გაეროს წესდების შესაბამისად დაიწყო, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრაზე.
გუტერეშსა და პუტინს შორის შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.
პუტინის თქმით, უკრაინის ირგვლივ პრობლემა 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ წარმოიშვა, „მინსკი-2“ იყო მშვიდობიანი დარეგულირების მცდელობა, მაგრამ ადამიანები დონბასში აღმოჩნდნენ ბლოკადაში, სამხედრო ზეწოლის ქვეშ.
რუსეთი იძულებული იყო ეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტი დონბასში ადამიანების გენოციდის შეწყვეტის მიზნით, დასძინა რუსეთის ლიდერმა, იუწყება РИА Новости.
რუსეთის პრეზიდენტის აზრით, სტამბულში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე სერიოზული გარღვევა მოხდა, მაგრამ შემდეგ რუსეთი ბუჩაში პროვოკაციებს შეეჩეხა.
„რუსეთის ფედერაციის არმიას ბუჩაში მოვლენებთან კავშირი არ აქვს. მოსკოვმა იცის თუ ვინ დგას ამ პროვოკაციის უკან“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახლა მარიუპოლში არანაირი საომარი მოქმედებები არ მიდის.
„ჩვენ უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის, რომ „აზოვსტალში“ არიან რიგითი მოქალაქეები, მაგრამ მაშინ ისინი უკრაინელმა სამხედროებმა უნდა გამოუშვან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოქმედებენ როგორც „ისლამური სახელმწიფო“, - განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, გუტერეშმა აღნიშნა, რომ გაერო ხვდება, რომ რუსეთს აქვს პრეტენზიები ევროპულ უსაფრთხოებასთან და უკრაინაში სიტუაციასთან დაკავშირებით.
„მესმის, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს რიგი პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით რაც უკრაინაში ხდება, ასევე ევროპულ გლობალურ უსაფრთხოებასთან“, - განაცხადა გაეროს გენმდივანმა.
როგორც გუტერეშმა აღნიშნა, იგი ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარებით და მოსკოვში პრაგმატული მიდგომით ჩავიდა.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც ახლა ხდება და მიგვაჩნია, რომ მოხდა შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ჩამოვედი მოსკოვში პრაგმატული მიდგომით. ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გამო“, – განაცხადა გუტერეშმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. საპასუხოდ დასავლეთმა რუსეთის მისამართით ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყო.