ქართველმა დეპუტატმა არესტოვიჩის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
ელისაშვილმა თვეზე მეტი გაატარა უკრაინაში, სადაც მოხალისედ იყო წასული და ის სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ლოგიკურად მიიჩნევს, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს მის სამართლიანობას.
არესტოვიჩმა განაცხადა, რომ არც მოლდოვისა და არც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაში „ომის ადამიანები“ არ არიან. მისი თქმით, ამ ადამიანებისთვის ომი – ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ამის გაკეთება შეეძლო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, აღნიშნა არესტოვიჩმა.

„ერთია, რა ლოგიკური სურვილები აქვს უკრაინის ხელისუფლებას და მეორეა, რა სურვილები გვაქვს ჩვენ. მათ ეს რომ უნდათ, გასაგებია, რადგან ჩვეულებრივ ვითარებაში არ არიან. გასაგებია, რომ ჩვენ ომში ჩაბმა და რუსეთთან დაპირისპირება არ გვინდა, თუმცა არსებობს ზღვარი მშვიდობასა და სიმხდალეს შორის, რაც არ უნდა დაიკარგოს“, – განაცხადა ელისშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, დეპუტატის თქმით, ხანდახან სიფრთხილე სიმხდალეა. ელისაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეუძლია უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკოს, რადგან ისინი საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.
თავად ელისაშვილმა თვეზე მეტი გაატარა უკრაინაში, სადაც მოხალისედ წავიდა. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სამშობლოში.
უფრო ადრე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროში დამატებითი ფრონტების გახსნა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მეორე ფრონტის გახსნის მაგალითებად მან მოიყვანა საქართველოს ტერიტორიები, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნას.
ყველა ახალი ამბავი
0