პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სენაკის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ 50 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულთა გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შემთხვევა 24 აპრილს მოხდა. პოლიციელ გიორგი სიჭინავას რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. ორი თავდამსხმელის დაკავება თავად სიჭინავამ შეძლო, შემდეგ კი მისმა კოლეგებმა დანარჩენების იდენტიფიცირება მოახდინეს და სამი პირიც დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0