https://sputnik-georgia.com/20220426/lavrovi-rusetisa-da-ukrainis-molaparakebebis-perspeqtivaze-266248225.html
ლავროვი რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების პერსპექტივებზე
ლავროვი რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების პერსპექტივებზე
Sputnik საქართველო
უკრაინამ შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გადაცემულ წინადადებებს დროულად უნდა უპასუხოს, განაცხადა ლავროვმა. 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T20:38+0400
2022-04-26T20:38+0400
2023-07-20T15:44+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
რუსეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1a/266246206_0:89:3058:1809_1920x0_80_0_0_39413af1b8afdf9e49e065eb69fb670f.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მოსკოვი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მომხრეა, თუმცა კიევს ეს ახლა, როგორც ჩანს, არ აინტერესებს, მოლაპარაკებები შედეგიანი არ იქნება, თუ გააგრძელებენ უკრაინის იარაღით „გაბერვას“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.მაგრამ ის, თუ როგორ იქცეოდა უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე, როგორ იქცეოდა თავად ზელენსკი, რომელიც უარს აცხადებდა დაედასტურებინა, რომ მათ ახალი წინადადებები მიიღეს, ეს, რა თქმა უნდა, ართულებს პროცესს, აღნიშნა ლავროვმა.მისი თქმით, „როგორც ჩანს, მოლაპარაკებები მათ დიდად არ აინტერესებთ“.თუ კიევში სერიოზულად არიან განწყობილი მოლაპარაკებების შედეგზე, უკრაინამ შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გადაცემულ წინადადებებს დროულად უნდა უპასუხოს, განაცხადა ლავროვმა.მაგრამ თუ უკრაინის იარაღით „გაბერვა“ ისევ გაგრძელდება, მაშინ მოლაპარაკებებს ვერ ექნება რაიმე შედეგი, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ლავროვის თქმით, როგორც კი დასავლეთის იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩნდება, იგი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის კანონიერ სამიზნედ იქცევა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1a/266246206_158:0:2889:2048_1920x0_80_0_0_dd624798cce0e6471290a15215524a1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ლავროვი რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების პერსპექტივებზე
20:38 26.04.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) უკრაინამ შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გადაცემულ წინადადებებს დროულად უნდა უპასუხოს, განაცხადა ლავროვმა.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მოსკოვი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მომხრეა, თუმცა კიევს ეს ახლა, როგორც ჩანს, არ აინტერესებს, მოლაპარაკებები შედეგიანი არ იქნება, თუ გააგრძელებენ უკრაინის იარაღით „გაბერვას“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„რაც შეეხება საკითხის მოლაპარაკებებით გადაწყვეტას, დიახ, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. როგორც თქვენ იცით, ჩვენ მაშინვე დავთანხმდით, როგორც კი მარტის დასაწყისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოლაპარაკებები შემოგვთავაზა“, – განაცხადა მინისტრმა.
მაგრამ ის, თუ როგორ იქცეოდა უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე, როგორ იქცეოდა თავად ზელენსკი, რომელიც უარს აცხადებდა დაედასტურებინა, რომ მათ ახალი წინადადებები მიიღეს, ეს, რა თქმა უნდა, ართულებს პროცესს, აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, „როგორც ჩანს, მოლაპარაკებები მათ დიდად არ აინტერესებთ“.
თუ კიევში სერიოზულად არიან განწყობილი მოლაპარაკებების შედეგზე, უკრაინამ შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გადაცემულ წინადადებებს დროულად უნდა უპასუხოს, განაცხადა ლავროვმა.
„თუ საუბარია მოლაპარაკებების ფარგლებში სერიოზულ განწყობაზე, მაშინ უმჯობესი იქნება ჩვენს წინადადებებს, რომლებიც ათ დღეზე მეტია მათ აქვთ და რომელზეც, როგორც გაირკვა, ზელენსკის არაფერი სმენია, დროულად უპასუხონ“, – განაცხადა ლავროვმა.
მაგრამ თუ უკრაინის იარაღით „გაბერვა“ ისევ გაგრძელდება, მაშინ მოლაპარაკებებს ვერ ექნება რაიმე შედეგი, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, როგორც კი დასავლეთის იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩნდება, იგი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის კანონიერ სამიზნედ იქცევა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.