https://sputnik-georgia.com/20220426/kobaxidze-nacmozraobis-nebismieri-mcdeloba-qveyanashi-omis-gachagebaa-266244908.html
კობახიძე: „ნაცმოძრაობის" ნებისმიერი მცდელობა - ქვეყანაში ომის გაჩაღებაა
კობახიძე: „ნაცმოძრაობის" ნებისმიერი მცდელობა - ქვეყანაში ომის გაჩაღებაა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" „ომის პარტია“ უწოდებს. 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T19:42+0400
2022-04-26T19:42+0400
2022-04-26T23:10+0400
საქართველო
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376337_0:0:1747:983_1920x0_80_0_0_d9b6eb67a58de706afbb54463c8b4009.jpg
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საგარეო პოლიტიკისა და უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.„ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს მომავალში გეგმავს რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირებას, რომელიც „უკრაინელი ხალხის გენოციდს“ ეხება.მისი თქმით, ის „ვისაც საქართველოში ომი უნდოდა, ციხეშია და იქ კიდევ დიდხანს იქნება“.უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების მცდელობაში და მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ომის პარტია“ უწოდა.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. თუმცა, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში ქვეყანამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376337_315:0:1747:1074_1920x0_80_0_0_15ecb61e048827e2e4f53f92e594b0bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: „ნაცმოძრაობის" ნებისმიერი მცდელობა - ქვეყანაში ომის გაჩაღებაა
19:42 26.04.2022 (განახლებულია: 23:10 26.04.2022) მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" „ომის პარტია“ უწოდებს.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საგარეო პოლიტიკისა და უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს მომავალში გეგმავს რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირებას, რომელიც „უკრაინელი ხალხის გენოციდს“ ეხება.
„ჩვენ მათ („ნაცმოძრაობის“) არცერთ საგარეო რეზოლუციას არ განვიხილავთ, რადგანაც იგი მიმართულია ერთი და იმავე მიზნისკენ, რაც არის საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება. ამას არ დავუშვებთ. ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული ინიციატივა პირდაპირ კავშირშია საქართველოში ომის გაჩაღების ინტერესთან“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ის „ვისაც საქართველოში ომი უნდოდა, ციხეშია და იქ კიდევ დიდხანს იქნება“.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების მცდელობაში და მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ომის პარტია“ უწოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. თუმცა, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში ქვეყანამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.