https://sputnik-georgia.com/20220426/joni-depi-ember-hardi-266226812.html
„ამბერმა ჩხუბის დროს დეპს თითი მოაჭრა, რომელიც მზარეულმა იპოვა“ - ახალი სკანდალი
„ამბერმა ჩხუბის დროს დეპს თითი მოაჭრა, რომელიც მზარეულმა იპოვა“ - ახალი სკანდალი
Sputnik საქართველო
„კარიბის ზღვის მეკობრეების“ 58 წლის ვარსკვლავი ჯონი დეპი ყოფილ მეუღლეს ამბერ ჰერდს კვლავ ცილისწამებაში ადანაშაულებს. 26.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-26T11:01+0400
2022-04-26T11:01+0400
2022-04-26T17:43+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1d/261593803_0:62:1049:652_1920x0_80_0_0_4b2a13804c3bb7a8c4807f0068439477.jpg
ჯონი დეპმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სურს სიმართლე გაირკვეს, რათა საკუთარი რეპუტაცია დაიცვას და შვილებიც იხსნას უსაფუძვლო ჭორებისგან.„ჩვენი ურთიერთობის მანძილზე გვქონია უთანხმოებები და შელაპარაკებები, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ იმ მდგომარეობაში, რომ ამბერს ხელით შევხებოდი, არც სხვა რომელიმე ქალისთვის დამირტყამს ცხოვრებაში“, – თქვა ჯონი დეპმა. მანვე ისაუბრა მასმედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე და ყოფილი ცოლის ინტერვიუებზე, რომლებიც, დეპის თქმით, მისი და მისი შვილებისთვის რეპუტაციის შემლახველი იყო.სასამართლო პროცესზე ისიც ითქვა, რომ დეპს ყოფილმა ცოლმა ჩხუბის დროს თითი მოაჭრა. აღნიშნულის შესახებ ჩვენება ჯონი დეპის პირადმა ექიმმა დევიდ კიპერმა მისცა. კიპერი ჰყვება, რომ ამბერ ჰერდმა დეპს ჩხუბის დროს ბოთლი ესროლა. ამ დროს მსახიობს თითი დაუზიანდა, რის გამოც ექიმთან მივიდა. ექიმმა ნახა და დაადასტურა, რომ დეპს თითის ნაწილი აღარ ჰქონდა. მოგვიანებით დეპის მოჭრილი თითი მისმა მზარეულმა სახლში იპოვა და ექიმთან წაიღო. აღნიშნულის შემდეგ მსახიობს ოპერაცია ჩაუტარდა და თითი შეუნარჩუნდა. ამბერ ჰარდი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა თითი თვითონ მოიჭრა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1d/261593803_0:0:1049:787_1920x0_80_0_0_5e775638a59609e8e67663ab658320eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი
„ამბერმა ჩხუბის დროს დეპს თითი მოაჭრა, რომელიც მზარეულმა იპოვა“ - ახალი სკანდალი
11:01 26.04.2022 (განახლებულია: 17:43 26.04.2022) „კარიბის ზღვის მეკობრეების“ 58 წლის ვარსკვლავი ჯონი დეპი ყოფილ მეუღლეს ამბერ ჰერდს კვლავ ცილისწამებაში ადანაშაულებს.
ჯონი დეპმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სურს სიმართლე გაირკვეს, რათა საკუთარი რეპუტაცია დაიცვას და შვილებიც იხსნას უსაფუძვლო ჭორებისგან.
„ჩვენი ურთიერთობის მანძილზე გვქონია უთანხმოებები და შელაპარაკებები, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ იმ მდგომარეობაში, რომ ამბერს ხელით შევხებოდი, არც სხვა რომელიმე ქალისთვის დამირტყამს ცხოვრებაში“, – თქვა ჯონი დეპმა. მანვე ისაუბრა მასმედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე და ყოფილი ცოლის ინტერვიუებზე, რომლებიც, დეპის თქმით, მისი და მისი შვილებისთვის რეპუტაციის შემლახველი იყო.
სასამართლო პროცესზე ისიც ითქვა, რომ დეპს ყოფილმა ცოლმა ჩხუბის დროს თითი მოაჭრა. აღნიშნულის შესახებ ჩვენება ჯონი დეპის პირადმა ექიმმა დევიდ კიპერმა მისცა. კიპერი ჰყვება, რომ ამბერ ჰერდმა დეპს ჩხუბის დროს ბოთლი ესროლა. ამ დროს მსახიობს თითი დაუზიანდა, რის გამოც ექიმთან მივიდა. ექიმმა ნახა და დაადასტურა, რომ დეპს თითის ნაწილი აღარ ჰქონდა. მოგვიანებით დეპის მოჭრილი თითი მისმა მზარეულმა სახლში იპოვა და ექიმთან წაიღო. აღნიშნულის შემდეგ მსახიობს ოპერაცია ჩაუტარდა და თითი შეუნარჩუნდა. ამბერ ჰარდი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა თითი თვითონ მოიჭრა.