Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: როგორია ეპიდვითარება რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 62-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.375-ს მიაღწია.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 62 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 27 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 13, კახეთი – 5, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 4, გურია – 3, სამცხე-ჯავახეთი – 3, ქვემო ქართლი – 2, აჭარა – 2, შიდა ქართლი – 1, მცხეთა-მთიანეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 104 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.636.108-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 16.800-ს შეადგენს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.441 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 333 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 192, იმერეთში – 76, აჭარაში – 11.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 74 პირი, მათ შორის, თბილისში – 49, იმერეთში – 9, აჭარაში – 5.
1.108 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 62-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.375-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0