ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება

© Government of Georgiaილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
შეხვედრებზე მხარეები საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს განიხილავენ.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 26-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0