https://sputnik-georgia.com/20220425/zlierta-tamasebis-monawileebi-saqartvelosi-dabrundnen-266222676.html
„ძლიერთა თამაშების“ მონაწილე ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ: ვიდეო
„ძლიერთა თამაშების“ მონაწილე ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ: ვიდეო
Sputnik საქართველო
წელს ქართველმა სამხედროებმა „ძლიერთა თამაშებში“ მეოთხედ მიიღეს მონაწილოება. 25.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-25T17:35+0400
2022-04-25T17:35+0400
2022-04-25T17:35+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266222623_0:62:1193:733_1920x0_80_0_0_774634711089769e6d3da9a8279c9267.jpg
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში" მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ.Invictus Games საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. წელს „ძლიერთა თამაშები“ 16–22 აპრილს ჰააგაში გაიმართა. საქართველოდან ნიდერლანდებში ოცკაციანი სამხედრო ჯგუფი გაემგზავრა.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე დახვდნენ. ჭიჭინაძემ და ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა ჯარისკაცებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მჯდომარე ფრენბურთში მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა გუნდს ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა. 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედსაფაროვმა. ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმაც ლენდროვერ ჩელენჯში.„ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობდა.წელს ქართველმა სამხედროებმა შეჯიბრებაში ოთხჯერ მიიღეს მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწიეს.2014 წელს ლონდონში ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.2016 წელს აშშ-ის ქალაქ ორლანდოში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი) უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, შესაბამისად, კანადასა და ავსტრალიაში მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266222623_66:0:1125:794_1920x0_80_0_0_266146410506b1a704e5ac5ef66b267d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები
„ძლიერთა თამაშების“ მონაწილე ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ: ვიდეო
წელს ქართველმა სამხედროებმა „ძლიერთა თამაშებში“ მეოთხედ მიიღეს მონაწილოება.
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში" მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ.
Invictus Games საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. წელს „ძლიერთა თამაშები“ 16–22 აპრილს ჰააგაში გაიმართა. საქართველოდან ნიდერლანდებში ოცკაციანი სამხედრო ჯგუფი გაემგზავრა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე დახვდნენ. ჭიჭინაძემ და ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა ჯარისკაცებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მჯდომარე ფრენბურთში მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა გუნდს ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა. 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედსაფაროვმა. ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმაც ლენდროვერ ჩელენჯში.
„ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობდა.
წელს ქართველმა სამხედროებმა შეჯიბრებაში ოთხჯერ მიიღეს მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწიეს.
2014 წელს ლონდონში ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2016 წელს აშშ-ის ქალაქ ორლანდოში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი) უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, შესაბამისად, კანადასა და ავსტრალიაში მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.