თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

© Ministry of Defence of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2022
გამოწერა
მინისტრმა დაღუპული გმირების ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახის წევრებს გაესაუბრა. ამასთან, მინისტრმა დაღუპული სამხედროების ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
მინისტრთან ერთად მუხათგვერდში მდებარე ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები, მათი თავგანწირვა ის ფასეულობებია, რომლიც მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდიდან ვარკეთილში, დაღუპული გმირების სახელზე აშენებულ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნას მიაგო პატივი.
ყველა ახალი ამბავი
0