https://sputnik-georgia.com/20220425/rekomendacia-266223851.html
მიღებულია მტკიცე რეკომენდაცია ვაქცინის მე-4 დოზასთან დაკავშირებით: ვის შეეხება ცვლილება
მიღებულია მტკიცე რეკომენდაცია ვაქცინის მე-4 დოზასთან დაკავშირებით: ვის შეეხება ცვლილება
Sputnik საქართველო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი საქართველოში ჩაიტარა 1.262.481–მა ადამიანმა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43,9%–ია. 25.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-25T19:00+0400
2022-04-25T19:00+0400
2023-08-17T18:05+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930160_0:144:3129:1904_1920x0_80_0_0_783d1a5ee8ac435924e84be242f7f16e.jpg
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეთ მტკიცე რეკომენდაცია, გაიკეთონ ვაქცინის მე-4 დოზა, ანუ მეორე ბუსტერი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთრეში.როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზა დაახლოებით 4.000-მდე ადამიანს აქვს გაკეთებული.ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესადა.მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლებისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.877.150 აცრა.საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930160_199:0:2930:2048_1920x0_80_0_0_d36fa9c8872b197fef63771e769c7b3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
მიღებულია მტკიცე რეკომენდაცია ვაქცინის მე-4 დოზასთან დაკავშირებით: ვის შეეხება ცვლილება
19:00 25.04.2022 (განახლებულია: 18:05 17.08.2023) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი საქართველოში ჩაიტარა 1.262.481–მა ადამიანმა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43,9%–ია.
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეთ მტკიცე რეკომენდაცია, გაიკეთონ ვაქცინის მე-4 დოზა, ანუ მეორე ბუსტერი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთრეში.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-4 დოზა დაახლოებით 4.000-მდე ადამიანს აქვს გაკეთებული.
„50 წლის ზემოთ ადამიანებს მიეცეს მტკიცე რეკომენდაცია, რომ მათ გაიკეთონ მეორე ბუსტერი, ოთხი თვის შემდეგ პირველი ბუსტერიდან ან დაავადების გადატანიდან. რაც შეეხება ქვემო ასაკს, უკვე შევთანხმდით, რომ ეს იქნება 12 წლის ასაკის ზემოთ რეკომენდირებული, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესადა.
„პირველი სცენარის მიხედვით დაახლოებით ასეა, ვირუსი თანდათან სუსტდება და ის პანდემიური რეჟიმიდან თუ აცრის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და თქვენ იცით სამიზნე არის 70%, მაშინ ვირუსს ნაკლები შანსი ექნება, რომ არა იმუნურ ფენას შეეხოს და ის გადავა ენდემურ რეჟიმში“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლებისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.877.150 აცრა.
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები.