მკვლელობა ქარელში აღდგომაზე: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2022
გამოწერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი არ იყო
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 29 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში გუშინ მოხდა. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.
ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევა სოფლის ცენტრში, ერთ-ერთ მარკეტთან მოხდა და მას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ადგილობრივი არ იყო და ის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ დირბში სტუმრად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0