https://sputnik-georgia.com/20220425/-------266219279.html
თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გვადალახარას გადასცა
თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გვადალახარას გადასცა
Sputnik საქართველო
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ – იუნესკოს პროექტია, საქართველოში ის თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა 25.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-25T16:02+0400
2022-04-25T16:02+0400
2022-04-25T16:02+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
თბილისის მერია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266219592_0:45:960:585_1920x0_80_0_0_63037f74eae46cd6005cf03ed74b9a4a.jpg
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. თბილისმა, რომელიც იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან იყო, სტატუსი მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცა, იუწყება თბილისის მერია.სტატუსის გადაცემის ცერემონია გვადალახარაში გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, პროექტის დირექტორი ნინია მაჭარაშვილი და განმახორციელებელი გუნდის წევრები დაესწრნენ.გარდა ამისა, ცერემონიაში მონაწილეობდნენ იუნესკო-სა და გვადალახარის მერიის წარმომადგენლები, მექსიკელი მწერლები, გამომცემლები და სხვა საპატიო სტუმრები.წიგნის მსოფლიო დედაქალაქი თბილისი ერთი წლის განმავლობაში იყო. ამ პერიოდში 50-ზე მეტი მასშტაბური, სახალხო, პროფესიული, საბავშვო, ახალგაზრდული, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი განხორციელდა.პროექტის ფარგლებში დაარსდა საბავშვო წიგნის ფესტივალი და ლიტერატურული პრემია „ნაკადული“, განახლდა თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა, მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლობებისთვის ჩატარდა არაერთი კონკურსი თუ ლექცია-სემინარი.პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, შედგა არაერთი სახალხო ღონისძიებაც. მათ შორის, წიგნების ფლიმარკეტები, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონისა და სხვათა შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები.ასევე მოეწყო სამი ლიტერატურული ბანაკი სტუდენტებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. გახმოვანდა და აუდიო წიგნების სახით გამოვიდა თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები და ა.შ.პროექტი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი იყო, პროექტის პარტნიორები კი: მწერალთა სახლი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აშშ-ის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯეოლაბი, აჭარა ჯგუფი და სხვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/19/266219592_60:0:900:630_1920x0_80_0_0_7f6aa06ec6102ffd69df97c5be110f8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, თბილისის მერია, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, თბილისის მერია, ახალი ამბები
თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გვადალახარას გადასცა
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ – იუნესკოს პროექტია, საქართველოში ის თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. თბილისმა, რომელიც იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021 წლის 23 აპრილიდან იყო, სტატუსი მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადასცა, იუწყება
თბილისის მერია. სტატუსის გადაცემის ცერემონია გვადალახარაში გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, პროექტის დირექტორი ნინია მაჭარაშვილი და განმახორციელებელი გუნდის წევრები დაესწრნენ.
გარდა ამისა, ცერემონიაში მონაწილეობდნენ იუნესკო-სა და გვადალახარის მერიის წარმომადგენლები, მექსიკელი მწერლები, გამომცემლები და სხვა საპატიო სტუმრები.
წიგნის მსოფლიო დედაქალაქი თბილისი ერთი წლის განმავლობაში იყო. ამ პერიოდში 50-ზე მეტი მასშტაბური, სახალხო, პროფესიული, საბავშვო, ახალგაზრდული, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში დაარსდა საბავშვო წიგნის ფესტივალი და ლიტერატურული პრემია „ნაკადული“, განახლდა თბილისის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა, მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლობებისთვის ჩატარდა არაერთი კონკურსი თუ ლექცია-სემინარი.
პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, შედგა არაერთი სახალხო ღონისძიებაც. მათ შორის, წიგნების ფლიმარკეტები, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონისა და სხვათა შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები.
ასევე მოეწყო სამი ლიტერატურული ბანაკი სტუდენტებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. გახმოვანდა და აუდიო წიგნების სახით გამოვიდა თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები და ა.შ.
პროექტი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი იყო, პროექტის პარტნიორები კი: მწერალთა სახლი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აშშ-ის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯეოლაბი, აჭარა ჯგუფი და სხვა.