https://sputnik-georgia.com/20220424/ukrainidan-qartveli-mebrzolebi-chamoasvenes-266202709.html
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს
Sputnik საქართველო
უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად სულ ცხრა ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 24.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-24T12:50+0400
2022-04-24T12:50+0400
2022-04-24T12:50+0400
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264143471_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_022fddd2b2fe6d9f5097517cff57c59e.jpg
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს.სამი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 16 აპრილს გავრცელდა, მათგან ერთი - არკადი კასრაძე სამშობლოში უკრაინიდან გუშინ გადმოასვენეს.რამდენიმე დღის წინ უკრაინაში სამივე დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 16 აპრილამდე ექვსი ქართველი მოხალისის გარდაცვალების შესახებ იყო ცნობილი. ესენი არიან: დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ეს უკანასკნელი მარიუპოლისთვის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გამო მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დანარჩენი მებრძოლები საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264143471_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_1ad9b15b8b5b9d0c22bf59189ba35364.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , საზოგადოება, ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად სულ ცხრა ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა საქართველოში ჩამოასვენეს.
სამი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 16 აპრილს გავრცელდა, მათგან ერთი - არკადი კასრაძე სამშობლოში უკრაინიდან გუშინ გადმოასვენეს.
უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, არკადი კასრაძე უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების რეგიონში ფრონტზე დაიღუპა. ხოლო ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა, რომლებიც დასახმარებლად მიემართებოდნენ, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპნენ.
რამდენიმე დღის წინ უკრაინაში სამივე დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 16 აპრილამდე ექვსი ქართველი მოხალისის გარდაცვალების შესახებ იყო ცნობილი. ესენი არიან: დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ეს უკანასკნელი მარიუპოლისთვის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გამო მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დანარჩენი მებრძოლები საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.