ჯანმო – უცნობი წარმომავლობის ჰეპატიტი ბავშვებში 12 ქვეყანაში გამოვლინდა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2022
გამოწერა
ჯანმოს ინფორმაციით, სულ მცირე ერთი შემთხვევაა გარდაცვალების, პაციენტების 10%–ს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მსოფლიოს 12 ქვეყანაში ბავშვებში უცნობი წარმომავლობის მწვავე ჰეპატიტის 169 შემთხვევა გამოავლინა.
„2022 წლის 21 აპრილის მდგომარეობით, დარეგისტრირდა უცნობი წარმომავლობის მწვავე ჰეპატიტის სულ ცოტა 169 შემთხვევა ჯანმოს ევროპის რეგიონის 11 ქვეყანაში და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონის ერთ სახელმწიფოში“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ჯანმოს ინფორმაციით, დაავადებული არიან სხვადასხვა ასაკის ბავშვები – 1 თვიდან 16 წლამდე. პაციენტების დაახლოებით 10%–ს ღვიძლის ტრანსპლამტაცია დასჭირდა. ცნობილია გარდაცვალების მინიმუმ ერთი შემთხვევის შესახებ.

„ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის საერთო რაოდენობიდან 114 შემთხვევა დარეგისტრირდა დიდ ბრიტანეთში, 13 შემთხვევა – ესპანეთში, 12 – ისრაელში, 9 – აშშ–ში, 6 – დანიაში. ხუთამდე შემთხვევაა ირლანდიაში, ოთხ–ოთხი – იტალიასა და ნიდერლანდებში, ორ–ორი – ნორვეგიასა და საფრანგეთში, თითო–თითო – რუმინეთსა და ბელგიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, არ აღმოჩნდა A, B, C, E და D ტიპის ვირუსები . 74 ადამიანს გამოუვლინდა ადენოვირუსი.
„SARS-CoV-2 ინდენტიფიცირებულია 20 შემთხვევაში, ვისაც ტესტი გაუკეთდა. გარდა ამისა, 19 ადამიანს დაუდგინდა SARS-CoV-2 და ადენოვირუსის კოინფექცია“, – აღნიშნეს ორგანიზაციაში.
ჯანმო არ იძლევა მგზავრობის ან ვაჭრობის ეზღუდვის რეკომენდაციას იმ ქვეყნებში, სადაც მწვავე ჰეპატიტის შემთხვევები გამოვლინდა.
ყველა ახალი ამბავი
0