თბილისის რამდენიმე რაიონში გზები გადაკეტილია

© Sputnik / Alexander Imedashviliკუკიის სასაფლაო
კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2022
გამოწერა
დღეს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. დილიდან თბილისის რამდენიმე რაიონში გზები გადაკეტილია.
შეზღუდვა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებთან ხალხის ნაკადის მატებას უკავშირდება.
24 და 25 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოძრაობს ავტობუსები. კერძოდ:
მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროს სადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს;
ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან;
საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროს სადგურ „დელისიდან“;
ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროს სადგურ „სარაჯიშვილიდან“;
ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ;
ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროს სადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.
საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 24 აპრილს აღინიშნება. უქმეა ორშაბათიც, აღდგომის მეორე დღე. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები სასაფლაოზე გადიან და ახლობლებსა და ნათესავებს იხსენებენ.
ყველა ახალი ამბავი
0