მართლმადიდებლობა საქართველოში - ციფრებში

გამოწერა
საქართველომ ქრისტიანობა IVსაუკუნეში მიიღო - დღეისთვის იგი ქვეყანაში ძირითადი რელიგიაა
მოსახლეობისბოლო აღწერის მონაცემების თანახმად, რომელიც 2014 წლის ნოემბერში ჩატარდა, საქართველოში, სადაც 3.713.804 ადამიანი ცხოვრობს, 83,4% მართლმადიდებელია.
1977 წლიდან ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უდგას სათავეში. მრავალი წელია პატრიარქი ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანების რეიტინგების სათავეშია.
ქვეყანაში შემორჩენილია მრავალი ძველი ეკლესია-მონასტერი, გარდა ამისა, მუდმივად იზრდება ახალი ტაძრების რაოდენობა. საქართველოში 640-მდე ეკლესია-მონასტერია.
საქართველო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. აღდგომის ღამეს ყველა ტაძარში საზეიმო ლიტურგია ჩატარდა. საქართველოში ვნების კვირის პარასკევი და ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი უქმე დღეა.
ყველა ახალი ამბავი
0