https://sputnik-georgia.com/20220424/ilia-meoris-saagdgomo-epistole-266203355.html
გააძლიერეთ ლოცვები მშვიდობისთვის - ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
გააძლიერეთ ლოცვები მშვიდობისთვის - ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
Sputnik საქართველო
ეპისტოლეს თანახმად, არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას - ეს არის „უფალო, შეგვიწყალენ.“ 24.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-24T12:28+0400
2022-04-24T12:28+0400
2022-04-24T12:28+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:241:1939:1332_1920x0_80_0_0_5740fae27b3b37a72e32f41762f8cf59.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik.უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, მეზობელ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.ილია მეორემ აღდგომის ღამეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა. სამებაში ღამით ასობით მორწმუნე შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფოს პირველი პირებიც იყვნენ.სააღდგომო მიმართვაში როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ნებისმიერ ომს მოაქვს „დიდი უბედურება, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, თესავს სისასტიკესა და სიძულვილს“.ილია მეორე მოუწოდებს მორწმუნეებს, არ დაივიწყონ რომ უფალმა კაცობრიობა არაერთხელ იხსნა რთული ვითარებიდან და რომ მნიშვნელოვანია მიუხედავად ყველაფრისა არ დაკარგონ ადამიანური ღირსება. „მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.ყველაზე მძიმე წუთებში, სადაც არ უნდა იყვნენ მორწმუნენი, პატრიარქი მოუწოდებს ლოცვისკენ და უბრალო სიტყვების „უფალო შეგვიწყალე“ წარმოთქმისკენ.„ესორი სიტყვაღრმა აზრისშემცველია; მისისაშუალებით ჩვენვაღიარებთ, რომღმერთს ვართმინდობილნი დამას შევთხოვთმფარველობას, რომცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედიგვაქვს მისიმოწყალებისა, ვაღიარებთიმასაც, რომმის გარეშევერც სულიერსიბრძნეს შევიძენთდა ვერცბოროტს დავამარცხებთ“, - ბრძანა პატრიარქმა.დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
https://sputnik-georgia.com/20220424/saqartvelo-agdgomis-dgesaswauls-agnishnavs-266197469.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:60:1939:1514_1920x0_80_0_0_14e3765b7e66215e2a24569dcbcee109.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება
გააძლიერეთ ლოცვები მშვიდობისთვის - ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
ეპისტოლეს თანახმად, არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას - ეს არის „უფალო, შეგვიწყალენ.“
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik.უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, მეზობელ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია, ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.
ილია მეორემ აღდგომის ღამეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა. სამებაში ღამით ასობით მორწმუნე შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფოს პირველი პირებიც იყვნენ.
„ამჟამად არსებული მდგომარეობა ისეთია, რომ აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება. პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს“, - ბრძანა პატრიარქმა.
სააღდგომო მიმართვაში როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ნებისმიერ ომს მოაქვს „დიდი უბედურება, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, თესავს სისასტიკესა და სიძულვილს“.
ილია მეორე მოუწოდებს მორწმუნეებს, არ დაივიწყონ რომ უფალმა კაცობრიობა არაერთხელ იხსნა რთული ვითარებიდან და რომ მნიშვნელოვანია მიუხედავად ყველაფრისა არ დაკარგონ ადამიანური ღირსება.
„მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
ყველაზე მძიმე წუთებში, სადაც არ უნდა იყვნენ მორწმუნენი, პატრიარქი მოუწოდებს ლოცვისკენ და უბრალო სიტყვების „უფალო შეგვიწყალე“ წარმოთქმისკენ.
„ესორი სიტყვაღრმა აზრისშემცველია; მისისაშუალებით ჩვენვაღიარებთ, რომღმერთს ვართმინდობილნი დამას შევთხოვთმფარველობას, რომცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედიგვაქვს მისიმოწყალებისა, ვაღიარებთიმასაც, რომმის გარეშევერც სულიერსიბრძნეს შევიძენთდა ვერცბოროტს დავამარცხებთ“, - ბრძანა პატრიარქმა.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.