https://sputnik-georgia.com/20220424/betisi-tbilisshi-akademias-xsnis-266204859.html
„ბეტისი“ თბილისში აკადემიას ხსნის - კიდევ ერთი ესპანური კლუბი ქართულ ფეხბურთში
„ბეტისი“ თბილისში აკადემიას ხსნის - კიდევ ერთი ესპანური კლუბი ქართულ ფეხბურთში
Sputnik საქართველო
აკადემია 5-დან 18 წლამდე 200 მოთამაშეზეა გათვლილი, რომელიც ახალგაზრდებს საფეხბურთო უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს. 24.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-24T16:00+0400
2022-04-24T16:00+0400
2022-04-24T16:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/18/266204426_0:37:1364:804_1920x0_80_0_0_dc41ccb2b05c689191d49a0b6d53e92d.jpg
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საფეხბურთო კლუბი „ბეტისი“ საქართველოში ახალ საერთაშორისო პროექტს იწყებს, ესპანური გუნდი თბილისში აკადემიას გახსნის.საფეხბურთო აკადემია თბილისში, წყნეთის დასახლებაში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდება. აკადემიის გახსნის მიზანი საერთაშორისო სპორტული პროექტების გაფართოება და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ესპანური ფეხბურთის გამოცდილების საფუძველზე მომზადებაა. წყნეთში ჩამოყალიბებულ აკადემიას ტექნიკურ მხარდაჭერას რეალ ბეტისის ფონდი გაუწევს, რომელიც მწვრთნელებს კლუბის აკადემიის მეთოდოლოგიით მოამზადებს.ახალ სპორტულ პროექტში 5-დან 18 წლის ასაკის 200 მოთამაშე იქნება ჩართული, რომლებიც საფეხბურთო დონეს აიმაღლებენ. ამასთანავე, ქართული აკადემიის ფეხბურთელები სევილიაში ჩავლენ და ბეტისის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გარკვეულ დროს გაატარებენ.„ბეტისის“ თბილისის აკადემია კლუბის საერთაშორისო აკადემიების პროექტს შეუერთდება. ესპანური კლუბი მსგავს პროგრამებს მექსიკაში, ირანში, ზიმბაბვეში, ალჟირსა და აშშ-ში ახორციელებს. „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ შემდეგ ბეტისი მესამე ესპანური კლუბია, რომელიც ქართული ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში პირდაპირ მონაწილეობას მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/18/266204426_152:0:1253:826_1920x0_80_0_0_90a927fe86afab57c8f26150c4a24b67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ბეტისი“ თბილისში აკადემიას ხსნის - კიდევ ერთი ესპანური კლუბი ქართულ ფეხბურთში
აკადემია 5-დან 18 წლამდე 200 მოთამაშეზეა გათვლილი, რომელიც ახალგაზრდებს საფეხბურთო უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საფეხბურთო კლუბი „ბეტისი“ საქართველოში ახალ საერთაშორისო პროექტს იწყებს, ესპანური გუნდი თბილისში აკადემიას გახსნის.
საფეხბურთო აკადემია თბილისში, წყნეთის დასახლებაში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდება. აკადემიის გახსნის მიზანი საერთაშორისო სპორტული პროექტების გაფართოება და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ესპანური ფეხბურთის გამოცდილების საფუძველზე მომზადებაა. წყნეთში ჩამოყალიბებულ აკადემიას ტექნიკურ მხარდაჭერას რეალ ბეტისის ფონდი გაუწევს, რომელიც მწვრთნელებს კლუბის აკადემიის მეთოდოლოგიით მოამზადებს.
„ახალი სპორტული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ფეხბურთის განვითარებას. ახალგაზრდა მოთამაშეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ესპანურ საფეხბურთო გამოცდილებას, ასევე სპორტულ და სოციალურ ღირებულებებს“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალ სპორტულ პროექტში 5-დან 18 წლის ასაკის 200 მოთამაშე იქნება ჩართული, რომლებიც საფეხბურთო დონეს აიმაღლებენ. ამასთანავე, ქართული აკადემიის ფეხბურთელები სევილიაში ჩავლენ და ბეტისის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გარკვეულ დროს გაატარებენ.
„ბეტისის“ თბილისის აკადემია კლუბის საერთაშორისო აკადემიების პროექტს შეუერთდება. ესპანური კლუბი მსგავს პროგრამებს მექსიკაში, ირანში, ზიმბაბვეში, ალჟირსა და აშშ-ში ახორციელებს. „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ შემდეგ ბეტისი მესამე ესპანური კლუბია, რომელიც ქართული ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში პირდაპირ მონაწილეობას მიიღებს.