https://sputnik-georgia.com/20220424/20ojaxi-gasakvania-geologebi-itxvisshi-sheqmnil-vitarebaze-266200671.html
„20 ოჯახი გასაყვანია" - გეოლოგები სოფელ ითხვისში შექმნილ ვითარებაზე
„20 ოჯახი გასაყვანია" - გეოლოგები სოფელ ითხვისში შექმნილ ვითარებაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მეწყრუი პროცესებიდან გამომდინარე, ჭიათურის სოფელ ითხვისიდან 20 ოჯახი სასწრაფო გასახლებას საჭიროებს, ასეთია გარემოს ეროვნული... 24.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-24T14:06+0400
2022-04-24T14:06+0400
2022-04-24T14:06+0400
საქართველო
შემთხვევები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251205850_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_c4a015bf0f052bf04531fc2998ac77ad.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მეწყრუი პროცესებიდან გამომდინარე, ჭიათურის სოფელ ითხვისიდან 20 ოჯახი სასწრაფო გასახლებას საჭიროებს, ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნა.ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ცლის. 27 მარტს ითხვისში მიწის დიდი მასა დაიძრა და პირველი სახლი ჩაიყოლა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მას კიდევ 10 მიჰყვა. სოფლის გზებსა და ნაკვეთებში ნაპრალები გაჩნდა.მოსახლეობა ამის მიზეზად სამთომოპოვებით სამუშაოებს ასახელებს, რომელსაც კომპანია „ქართული მანგანეზი“ (Georgian Manganese) აწარმოებს. ადგილობრივებს თქმით, კომპანიის საქმიანობამ მათი სახლები საცხოვრებლად უვარგისი გახადა.მისი თქმით, პირველადი ანგარიში ყველა პროფილურ უწყებას დაეგზავნა. დასკვნის თანახმად, აუცილებელია აღნიშნული პროცესის მიზეზების დასადგენად უწყებათაშორისო კომისიის შექმნა.„ვიზუალური შეფასებით გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენა შეუძლებელია. მთავარი იყო, გამოკვეთილიყო დაზიანების ხარისხი, საფრთხის ხარისხი, ეს იყო ვიზუალური შეფასების მიზანი. რაც შეეხება გამომწვევი მიზეზების დადგენას, ამისათვის საჭიროა სპეციალური კვლევების ჩატარება და ეს დასკვნაშიც არის მითითებული, რომ აუცილებელია შეიქმნას უწყებათაშორისი სპეციალური კომისია“, - განაცხადა ქურციკიძემ.გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მეწყრული პროცესები შეიძლება გამოწვეულია როგორც ანთროპოგენური ფაქტორებით, როგორიცაა სამთომოპოვებითი სამუშაოები, ისე ბუნებრივი ფაქტორებით - სეისმური ბიძგები ან ნალექი.რაც შეეხება სამუშაოებს, რომელსაც „ქართული მანგანეზი“ აწარმოებს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში არ არის წარდგენილი ინფორმაცია იმის თაობაზე, კონკრეტულად თუ რა სამუშაოებს ახორციელებს დღეისთვის კომპანია. ამიტომაც კონკრეტული მიზეზის დასადგენად უნდა შეიქმნას კომისია.სოფელ ითხვისის მოსახლეობამ მარტში ადგილობრივ ხელისუფლებას და მედიას მიმართა. მათი თქმით, ბოლო სამ-ოთხ კვირაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. შეიქმნა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების პრობლემები, სახლებსა და გზებზე კი დიდი ნაპრალები ჩნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251205850_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_d79d29968fa52c0be0a3d0efaacee00a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მეწყრუი პროცესებიდან გამომდინარე, ჭიათურის სოფელ ითხვისიდან 20 ოჯახი სასწრაფო გასახლებას საჭიროებს, ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ცლის. 27 მარტს ითხვისში მიწის დიდი მასა დაიძრა და პირველი სახლი ჩაიყოლა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მას კიდევ 10 მიჰყვა. სოფლის გზებსა და ნაკვეთებში ნაპრალები გაჩნდა.
მოსახლეობა ამის მიზეზად სამთომოპოვებით სამუშაოებს ასახელებს, რომელსაც კომპანია „ქართული მანგანეზი“ (Georgian Manganese) აწარმოებს. ადგილობრივებს თქმით, კომპანიის საქმიანობამ მათი სახლები საცხოვრებლად უვარგისი გახადა.
„განხორციელდა პირველადი ვიზუალური შეფასება ჩვენი სპეციალისტების მიერ არსებული სიტუაციის დადგენის მიზნით, მეწყრული დეფორმაციების შეფასებისა და საცხოვრებელი სახლების დაზიანების ხარისხის შეფასებისთვის. პირველადი ვიზუალური შეფასების შედეგად გამოიკვეთა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადასაყვანი ოჯახები და ჩვენი შეფასებით ასეთი არის 20 ოჯახი“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ქურციკიძემ.
მისი თქმით, პირველადი ანგარიში ყველა პროფილურ უწყებას დაეგზავნა. დასკვნის თანახმად, აუცილებელია აღნიშნული პროცესის მიზეზების დასადგენად უწყებათაშორისო კომისიის შექმნა.
„ვიზუალური შეფასებით გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენა შეუძლებელია. მთავარი იყო, გამოკვეთილიყო დაზიანების ხარისხი, საფრთხის ხარისხი, ეს იყო ვიზუალური შეფასების მიზანი. რაც შეეხება გამომწვევი მიზეზების დადგენას, ამისათვის საჭიროა სპეციალური კვლევების ჩატარება და ეს დასკვნაშიც არის მითითებული, რომ აუცილებელია შეიქმნას უწყებათაშორისი სპეციალური კომისია“, - განაცხადა ქურციკიძემ.
გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მეწყრული პროცესები შეიძლება გამოწვეულია როგორც ანთროპოგენური ფაქტორებით, როგორიცაა სამთომოპოვებითი სამუშაოები, ისე ბუნებრივი ფაქტორებით - სეისმური ბიძგები ან ნალექი.
რაც შეეხება სამუშაოებს, რომელსაც „ქართული მანგანეზი“ აწარმოებს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში არ არის წარდგენილი ინფორმაცია იმის თაობაზე, კონკრეტულად თუ რა სამუშაოებს ახორციელებს დღეისთვის კომპანია. ამიტომაც კონკრეტული მიზეზის დასადგენად უნდა შეიქმნას კომისია.
სოფელ ითხვისის მოსახლეობამ მარტში ადგილობრივ ხელისუფლებას და მედიას მიმართა. მათი თქმით, ბოლო სამ-ოთხ კვირაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. შეიქმნა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების პრობლემები, სახლებსა და გზებზე კი დიდი ნაპრალები ჩნდება.