https://sputnik-georgia.com/20220423/wminda-cecxlis-gardamosvla-266190416.html
მართლმადიდებლები მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
მართლმადიდებლები მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
Sputnik საქართველო
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში დეკანოზი შალვა კეკელია ჩამოაბრძანებს 23.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-23T12:09+0400
2022-04-23T12:09+0400
2022-04-23T12:09+0400
რელიგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24506/71/245067165_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4917762a1c3510de3fd89e960599adad.jpg
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდება.იერუსალიმის პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით 14:00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება. იარუსალიმში იმყოფება ქართველ მომლოცველთა ჯგუფი, წმინდა ცეცხლს საქართველოში კი დეკანოზი შალვა კეკელია ჩამოაბრძანებს.მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს, აღნიშნულთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა.სასულიარო პირებმა გარდამოხსნა, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო ქრისტეა გამოსახული ტაძრებს შემოატარეს. იგი სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს.მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასწაული — იერუსალიმში უფლის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. წმინდა ცეცხლს „ჭეშმარიტების ნათელს" უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ, 1999 წლიდან კი მას სპეცრეისით ჩამობრძანებენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24506/71/245067165_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a58c0161d1b7f4653919e564f10b2510.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, ახალი ამბები
მართლმადიდებლები მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში დეკანოზი შალვა კეკელია ჩამოაბრძანებს
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდება.
იერუსალიმის პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით 14:00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება. იარუსალიმში იმყოფება ქართველ მომლოცველთა ჯგუფი, წმინდა ცეცხლს საქართველოში კი დეკანოზი შალვა კეკელია ჩამოაბრძანებს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს, აღნიშნულთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა.
სასულიარო პირებმა გარდამოხსნა, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო ქრისტეა გამოსახული ტაძრებს შემოატარეს. იგი სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს.
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასწაული — იერუსალიმში უფლის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. წმინდა ცეცხლს „ჭეშმარიტების ნათელს" უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ, 1999 წლიდან კი მას სპეცრეისით ჩამობრძანებენ.