https://sputnik-georgia.com/20220423/saqartvelosi-bavsvebistvis-sasisi-sezonuri-gripi-cirkulirebs-266195854.html
საქართველოში ბავშვებისთვის საშიში სეზონური გრიპი ცირკულირებს
საქართველოში ბავშვებისთვის საშიში სეზონური გრიპი ცირკულირებს
Sputnik საქართველო
ვირუსის გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად პედიატრები პოსტპანდემიურ რესოციალიზაციას ასახელებენ
2022-04-23T17:54+0400
2022-04-23T17:54+0400
2022-04-23T17:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/30/247913099_0:421:2145:1628_1920x0_80_0_0_508f8468c794fcb0eea9f2a79e2bd5c1.jpg
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოში ვრცელდება სეზონური რესპირატორული გრიპი, რომელიც განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება, იუწყება „რუსთავი2“.რესპირატორული დაავადების გამო კლინიკებზე დატვირთვა გაიზარდა, სპეციალისტები მოქალაქეებს დაავადებისგან თავის დასაცავად ხელის ხშირ დაბანას და ექიმთან დროულ კონსულტაციას ურჩევენ.აღინიშნა, რომ სეზონური გრიპის ეს გამოვლინება განსაკუთრებით აქტიური ბოლო ორი წლის განმავლობაში გახდა და ხშირად უმეორდებათ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს.სიმპტომები, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები საუბრობენ, სეზონური ვირუსისთვისაა დამახასიათებელი და ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება გამეორდეს. სპეციალისტების განმარტებით, ინფექციის გავრცელების სავარაუდო წერტილები ხალხმრავალი სივრცეები და საბავშვო ბაღებია.პედიატრები ვირუსის გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად პანდემიის შემდგომ რესოციალიზაციას ასახელებენ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში აპრილში გრიპი აქტიურად არ ფიქსირდებოდა, მაგრამ ამჯერად ვირუსი მაინც გავრცელდა. მაგალითად, თბილისში მდებარე ბოჭორიშვილის კლინიკაში 40 საწოლიდან ნახევარზე მეტი უკვე დაკავებულია.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/30/247913099_0:220:2145:1829_1920x0_80_0_0_5cda7e93b5b0862328ad910fda701abe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ბავშვები გრიპი
საქართველო ბავშვები გრიპი
საქართველოში ბავშვებისთვის საშიში სეზონური გრიპი ცირკულირებს
17:54 23.04.2022 (განახლებულია: 17:55 23.04.2022) ვირუსის გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად პედიატრები პოსტპანდემიურ რესოციალიზაციას ასახელებენ
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოში ვრცელდება სეზონური რესპირატორული გრიპი, რომელიც განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება, იუწყება „რუსთავი2“.
სპეციალისტები ჯერჯერობით განგაშს არ ტეხენ, მაგრამ მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. პედიატრები საუბრობენ იმაზე, რომ არასრულწლოვნებში გავრცელებული სეზონური გრიპი განსაკუთრებით ბრონქებს აზიანებს.
რესპირატორული დაავადების გამო კლინიკებზე დატვირთვა გაიზარდა, სპეციალისტები მოქალაქეებს დაავადებისგან თავის დასაცავად ხელის ხშირ დაბანას და ექიმთან დროულ კონსულტაციას ურჩევენ.
აღინიშნა, რომ სეზონური გრიპის ეს გამოვლინება განსაკუთრებით აქტიური ბოლო ორი წლის განმავლობაში გახდა და ხშირად უმეორდებათ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს.
სიმპტომები, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები საუბრობენ, სეზონური ვირუსისთვისაა დამახასიათებელი და ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება გამეორდეს. სპეციალისტების განმარტებით, ინფექციის გავრცელების სავარაუდო წერტილები ხალხმრავალი სივრცეები და საბავშვო ბაღებია.
პედიატრები ვირუსის გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად პანდემიის შემდგომ რესოციალიზაციას ასახელებენ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში აპრილში გრიპი აქტიურად არ ფიქსირდებოდა, მაგრამ ამჯერად ვირუსი მაინც გავრცელდა. მაგალითად, თბილისში მდებარე ბოჭორიშვილის კლინიკაში 40 საწოლიდან ნახევარზე მეტი უკვე დაკავებულია.