https://sputnik-georgia.com/20220423/prezidentma-ardgomis-dresaswaultan-dakavsirebit-patimrebi-seiwyala-266195231.html
პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრები შეიწყალა
პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრები შეიწყალა
Sputnik საქართველო
შეწყალებული პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.
2022-04-23T17:28+0400
2022-04-23T17:28+0400
2022-04-23T17:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_0:0:3172:1785_1920x0_80_0_0_f5b398eb15c0114b071ec3c3867aad42.jpg
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა, ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია სულ რვა პატიმარი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2022 წლის 23 აპრილს გამოსცა.წინა შეწყალების აქტი პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 9 აპრილს გამოსცა. იმ დღეს შეწყალება შეეხო 15 მსჯავრდებულს, მათ შორის 7 ქალს. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე იყო.პრეზიდენტი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს შეწყალებას ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ; შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_256:0:2987:2048_1920x0_80_0_0_b47eb16005142bf50acccdac2b7aa9f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღდგომა დღესასწაული პატიმრები შეწყალება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღდგომა დღესასწაული პატიმრები შეწყალება
პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრები შეიწყალა
შეწყალებული პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა, ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია სულ რვა პატიმარი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2022 წლის 23 აპრილს გამოსცა.
წინა შეწყალების აქტი პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 9 აპრილს გამოსცა. იმ დღეს შეწყალება შეეხო 15 მსჯავრდებულს, მათ შორის 7 ქალს. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე იყო.
პრეზიდენტი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს შეწყალებას ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ; შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.