პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში მყოფ უკრაინელებს დამდეგი აღდგომა მიულოცა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2022
გამოწერა
პაპუაშვილთან ერთადშეხვედრაზე იმყოფებოდნენპარლამენტის წევრებიც.
თბილისი, 23 აპრილი- Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა.
როგორც პაპუაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელმა ბავშვებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, იგრძნონ ზრუნვა როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე ცალკეული ადამიანების მხრიდან, შეიძინონ ახალი მეგობრები, გაეცნონ საინტერესო ამბებს და ეს პერიოდი საქართველოში გაატარონ სრულფასოვნად.
„უკრაინელი მოქალაქეები გვესაუბრნენ იმ სითბოზე, რომელსაც ყოველდღე გრძნობენ საქართველოში. ისინი ქართველი ხალხის განსაკუთრებულად მადლიერნი არიან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილთან ერთად, საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ, უმრავლესობის და ოპოზიციის წევრებიც, მათ შორის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, უმრაველსობის წევრი ბექა ოდიშარია, უმრაველსობის წევრი ეკა სეფაშვილი და პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი.
ყველა ახალი ამბავი
0