https://sputnik-georgia.com/20220423/gamyrelizis-saardgomo-rekomendaciebi-266192532.html
„მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს“: გამყრელიძის სააღდგომო რეკომენდაციები
„მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს“: გამყრელიძის სააღდგომო რეკომენდაციები
Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პანდემია ჯერ ისევ გრძელდება 23.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-23T14:29+0400
2022-04-23T14:29+0400
2023-08-17T18:05+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251021760_98:444:2152:1600_1920x0_80_0_0_4a23d561d90028b2f54286b95e6c1e9c.jpg
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სააღდგომო დღეებში ტაძრებში ყოფნისას პირბადის ტარებას და ტაძრებში დისტანციის დაცვას ურჩევს. ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულება.გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მობილობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ თავშეყრებზე უარის თქმა და რეკომენდაციების დაცვა.თუმცა, რომგორც ეპიდემიოლოგმა გაგანაცხადა, მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს, რადგან გარკვეულ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია უარესდება.ამასთან ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას კვლავ მოუწოდა ვაქცინაციისა და ბუსტერული დოზების გაკეთებისკენ, „ვინაიდანის კარგად იცავს ინფექციისგან“.იანვარ–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300-ს არ აჭარბებს. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო შესუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251021760_426:425:1992:1600_1920x0_80_0_0_8653c1f944958a8e413adf2d9aadd6c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
„მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს“: გამყრელიძის სააღდგომო რეკომენდაციები
14:29 23.04.2022 (განახლებულია: 18:05 17.08.2023) ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პანდემია ჯერ ისევ გრძელდება
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სააღდგომო დღეებში ტაძრებში ყოფნისას პირბადის ტარებას და ტაძრებში დისტანციის დაცვას ურჩევს. ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულება.
გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მობილობის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ თავშეყრებზე უარის თქმა და რეკომენდაციების დაცვა.
„აპრილში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თანდათანობით დასტაბილურდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემცირდა ყველაზე მძიმე მაჩვენებელი – სიკვდილიანობა. შეგვიძლია, შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური და სრულად მართვადია. მაქსიმალურად შემცირებულია სამედიცინო სექტორის დატვირთვა. საავადმყოფოებში წევს სულ 334 პაციენტი“, — აღნიშნა მან.
თუმცა, რომგორც ეპიდემიოლოგმა გაგანაცხადა, მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს, რადგან გარკვეულ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია უარესდება.
„სასურველია, რომ ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში. ამინდები პროგნოზით კარგია, შესაძლებელია ადამიანთა დიდი ნაწილი იყოს გარე სივრცეში. დავიცვათ დისტანცია. მოგეხსენებათ, მობილობის ზრდა ერთ-ერთი რისკფაქტორია. ამ დღეებში ქვეყანაში სერიოზულად გაიზრდება მობილობა. ამიტომ სააღდგომო დღეებში და განსაკუთრებით შემდგომ, როდესაც ახლობლების საფლავებზე გავდივართ, სასურველია, დაცული იყოს რეგულაციები“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას კვლავ მოუწოდა ვაქცინაციისა და ბუსტერული დოზების გაკეთებისკენ, „ვინაიდანის კარგად იცავს ინფექციისგან“.
იანვარ–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300-ს არ აჭარბებს. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო შესუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.