მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო, აშშ აბრამოვიჩის სანქცირებაზე მსჯელობს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირომან აბრამოვიჩი
რომან აბრამოვიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავად სთხოვა ჯო ბაიდენს, არ დაეწესებინა სანქციები რომან აბრამოვიჩისთვის
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა განაახლეს ძალისხმევები რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩისთვის სანქციების დაწესების შესახებ, იუწყება Bloomberg-ი მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კიევში აბრამოვიჩის ბოლო ვიზიტმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით, გარღვევა ვერ მოიტანა.
როგორც გამოცემა წერს, ამ ვიზიტის დროს აბრამოვიჩი არ შეხვედრია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა მისი შტაბის უფროსს, ანდრიი ერმაკს ესაუბრა.
ამასთან აღინიშნება, რომ ბიზნესმენის წარმომადგენელი უკრაინის დედაქალაქში მილიარდერის ვიზიტს უარყოფს.
მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ რომან აბრამოვიჩი არ არის რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წევრი, მაგრამ მოსკოვსა და კიევს შორის კონტაქტების უზრუნველყოფაში მონაწილეობს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მარტის ბოლოს განაცხადა, რომ აბრამოვიჩი იყო „უკიდურესად ეფექტური“ შუამავალი მხარეებს შორის.
მარტში The Wall Street Journal-ი წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, არ დაეწესებინა სანქციები რომან აბრამოვიჩისთვის, ვინაიდან მას შეეძლო ხელი შეეწყო რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმატებისთვის.
ბოლოს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა პირისპირ მოლაპარაკებები 29 მარტს გამართეს სტამბულში, რომელსაც რომან აბრამოვოჩოც ესწრებოდა. 12 აპრილს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან წარმატებული მოლაპარაკებების შანსები მცირდება, ხოლო უკრაინულ საზოგადოებას არ სურს დიალოგის გაგრძელება.
ყველა ახალი ამბავი
0