საქართველო უპილოტო საფრენ აპარატებს გამოუშვებს

© STC Deltaსამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ პროდუქცია
სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ პროდუქცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტიის გამოშვება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება
თბილისი, 21 აპრილი– Sputnik. წლის ბოლომდე სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ამ მიმართულებით უკვე რეალური ნაბიჯები გადაიდგა.
„უპილოტოების მიმართულებით ჩვენ უკვე დავასრულეთ ბიუროკრატიული შეთანხმება, ხელი მოვაწერეთ და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო. უკვე რეალურ ნაბიჯებზე გადავდივართ წარმოების დასაწყებად. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე უკვე გამოვუშვათ ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრმა ასევე საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოებაზეც ისაუბრა, რომელიც ქართულ-ებრაულ საწარმო Delta CAA-ში იწარმოება. მისი განცხადებით, წარმატებით დასრულდა სატესტო რეჟიმში შაშხანების წარმოება და მალე პროდუქციის მასიური წარმოება დაიწყება.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. „დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, უპილოტო საფრენი აპარატები.
ყველა ახალი ამბავი
0