რამდენად იცავენ საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაწესებულ აკრძალვებს

© photo: Sputnik / Stringerმოწევა აკრძალულია
მოწევა აკრძალულია - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მონიტორინგის სამსახურმა მარტის თვეში ქვეყნის მასშტაბით 600 ობიექტის შემოწმებისას დარღვევები გამოავლინა, იუწყება „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საჯარო სივრცეებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში 2017 წლიდან თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა ხორციელდება.
„პოლიციამ თბილისში, მარნეულში, ხარაგაულში, ბორჯომსა და სენაკში დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში მოწევისთვის კანონდამრღვევები დააჯარიმა. დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის და ჩილიმის უკანონო გამოყენების ფაქტები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ალიანსის ინფორმაციით, მარტში წინასწარ დამტკიცებული სქემი მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმდა 600 დაწესებულება (სამედიცინო, საჯარო / სახელმწიფო-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები, კაფე, რესტორანი, კინოთეატრი, თეატრი, სასტუმრო, სილამაზის სალონი) შემოწმდა.
მარტში, შიდა სივრცეში თამბაქოს პროდუქცია ხილულად გამოფენილი იყო შემოწმებული სავაჭრო ობიექტების (310) 20,8%-ს (თებერვალში 18,1%). გარე პერიმეტრიდან თამბაქოს ნაწარმი მოჩანდა შემოწმებული ობიექტების (310) 8,3%-ში (თებერვალში 8,6%).
გავრცელებული ინფორმაციით, დარღვევების უმეტესობა ბაზრობებსა და ქუჩაში განთავსებულ დახლებზე მოდის.
ადგილი აქვს სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქციის რეკლამის ფაქტებიც - მეტწილად ეხება თუთუნის რეკლამას. თუმცა, დარღვევის შემთხვევები შემოწმებული ობიექტების 2,7%-ში დაფიქსირდა. სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს რეკლამები დაფიქსირდა შემოწმებული ობიექტების 0,8%-ში.
მონიტორინგის სამსახური ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ყოველთვიურად „რანდომული“ პრინციპით შერჩეულ დაწესებულებებში (მინ. 400 დაწესებულება) თამბაქოს კანონის აღსრულებას აფასებს და საინფორმაციო და კვლევით სამუშაოებს ეწევა.
„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების დაწყებიდან 4 წელი სრულდება, თუმცა, საზოგადოების ნაწილი კვლავაც ვერ მიეჩვია არ მოწიოს იქ, სადაც კანონი თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის გამოყენებას კრძალავს. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დეფიციტის გამო მოქალაქეების უმრავლესობა ერიდება მოწევის წესის დარღვევის ფაქტზე სამართალდამცველების გამოძახებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანონის აღსრულებასსპეციალური მონიტორინგის ჯგუფიახორციელებს დამათ მიერდაფიქსირებული (ფოტო, ვიდეო მასალის) ფაქტების საფუძველზე, აღმასრულებელი ორგანო, საპატრულო პოლიცია, შემოსავლების სამსახური, ან მუნიციპალურიზედამხედველობის სამსახურიკანონდარღვევის ოქმსადგენს.
გარდა ამისა, 2022 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამონათვალში, სადაც მოწევააიკრძალა, დაემატატაქსი. ჯანმოსსაქართველოს ოფისისმხარდაჭერით თბილისში308 ტაქსი შემოწმდა. მონიტორინგის შედეგადგამოვლინდა დარღვევები, რომელთა შესახებ„112“-ისმობილური აპლიკაციითსამართალდამცველებს ეცნობათ.
ყველა ახალი ამბავი
0