ქობულეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს

© Tbilisi City Hallგზის სარემონტო სამუშაოები
გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ქაქუთი–ნაცხავატევის საავტომობილო გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნული გზა გასულ კვირაში სტიქიის შედეგად დაზიანდა. გარემონტებული გზით 165 ოჯახი ისარგებლებს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის ქვედა და ზედა საყრდენი კედლების მშენებლობა. ასევე სავალ ნაწილზე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი.
ყველა ახალი ამბავი
0