https://sputnik-georgia.com/20220422/qeto-da-kotes-tbilisshi-uchveneben-266175954.html
ოპერა „ქეთო და კოტეს“ თბილისში უჩვენებენ
ოპერა „ქეთო და კოტეს“ თბილისში უჩვენებენ
Sputnik საქართველო
ოპერის სადადგმო დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი. 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T17:17+0400
2022-04-22T17:17+0400
2022-04-22T20:30+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23840/17/238401762_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_a52b90e7bd45060ddc3f638a7dedfaf7.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 29, 30 აპრილს და 1 მაისს უჩვენებენ, ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.მაყურებლის წინაშე წარდგება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ორკესტრი, ასევე „სუხიშვილების“ ნაციონალური ბალეტი.ოპერის სადადგმო დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი. ქორეოგრაფია ილიკო სუხიშვილს ეკუთვნის.„ქეთო და კოტე“ ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმას“ მოტივებზე შექმნილი სამმოქმედებიანი კომიკური ოპერაა. ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა. ამის შემდეგ იგი დაიდგა მოსკოვის დრამის თეატრსა და მოსკოვის სტანისლავსკის და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23840/17/238401762_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_00081049ebea8e4965cca31e9b3a7c7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ოპერა „ქეთო და კოტეს“ თბილისში უჩვენებენ
17:17 22.04.2022 (განახლებულია: 20:30 22.04.2022) ოპერის სადადგმო დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 29, 30 აპრილს და 1 მაისს უჩვენებენ, ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მაყურებლის წინაშე წარდგება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, ორკესტრი, ასევე „სუხიშვილების“ ნაციონალური ბალეტი.
ოპერის სადადგმო დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი. ქორეოგრაფია ილიკო სუხიშვილს ეკუთვნის.
„ქეთო და კოტე“ ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმას“ მოტივებზე შექმნილი სამმოქმედებიანი კომიკური ოპერაა. ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა. ამის შემდეგ იგი დაიდგა მოსკოვის დრამის თეატრსა და მოსკოვის სტანისლავსკის და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში.