„თმას ჩემით ვიღებავ...“ - რატომ იცვლის ნინო ჩხეიძე ყველა გადაცემისთვის ვარცხნილობას
16:00 22.04.2022 (განახლებულია: 20:08 22.04.2022)
© courtesy of Nino Chkheidzeნინო ჩხეიძე და კახა კორახაშვილი
© courtesy of Nino Chkheidze
გამოწერა
ნინო ჩხეიძემ ბოლო რამდენიმე კვირაში თმის ფერი და ვარცხნილობა რამდენჯერმე შეიცვალა.
ტოკშოუ „ღამის პრაიმტაიმის“ წამყვანობის შემდეგ მომღერალი ნინო ჩხეიძე მუდმივად იცვლის თმის ფერს. ამის შესახებ ჩხეიძემ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაცემის დაწყებისას გრძელი შავი თმა ჰქონდა, მეორეზე – მოკლე წითელი, შემდეგ კი დაგრძელებული სპილენძისფერი.
„ჩემ წითელ თავს რომ ვხედავდი ეკრანზე, ცუდად ვხდებოდი. არადა, მანამდე მჯეროდა, რომ მოკლე წითელი თმა ძალიან მომიხდებოდა. მერე ვიფიქრე, გრძელი თმა ხომ არ ჯობდა–მეთქი. მოკლედ, გადაცემის გასვლას არ ველოდები, სამხატვრო ხელმძღვანელს შეცვლილი ფერით და ვარცხნილობით ვხვდები. თან არ დაგავიწყდეთ, ჩემით ვიღებავ. ახლა მაკავებენ, რომ სხვა ფერით არ მოვიდე. არა, შევჯერდით, რომ ეს ფერი მიხდება და სეზონის ბოლომდე მექნება“, – ამბობს ნინო.