https://sputnik-georgia.com/20220422/nacmozraobam-sesazloa-parlamenti-datovos-266175777.html
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა პარლამენტი დატოვოს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა პარლამენტი დატოვოს
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა მტკიცე ნაბიჯების დროა. 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T16:54+0400
2022-04-22T16:54+0400
2022-04-22T20:15+0400
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება კიდევ ერთხელ გამოუცხადოს ბოიკოტი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, შემდეგ კი სულ დატოვოს პარლამენტი. ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს ყოფილი დეპუტატი და პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური.ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი ორჯერ გამოუცხადა, პირველად – საპარლამენტო არჩევნების (2020 წლის შემოდგომაზე) შემდეგ, მეორედ კი – 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ორივეჯერ მიზეზად არჩევნების გაყალბება დასახელდა. ბოლოს პარტიამ მუშაობა პარლამენტში 2022 წლის თებერვალში განაახლა.პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და მტკიცე ნაბიჯების დროა.ამავდროულად, წიკლაურის თანაპარტიელი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა გაამახვილოს ყურადღება ბოიკოტზე.„ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომელზეც უნდა ვკონცენტრირდეთ, რადგან უსასრულო დისკუსია ამ საკითხზე გვაშორებს იმ მიზნებს, რომელიც არის გაცილებით უფრო სერიოზული“, – განუცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩასატარებლად ემზადება, სადაც ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას აპირებს. პარტიის გეგმებზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილს 20 აპრილს სასამართლო პროცესის დროს უნდა ესაუბრა.„ძალიან უადგილოა“ – ელისაშვილი „ნაცმოძრაობის“ გეგმებზე>>თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს, განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებზე 200 ათას ადამიანამდე შეკრებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა პარლამენტი დატოვოს
16:54 22.04.2022 (განახლებულია: 20:15 22.04.2022) პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა მტკიცე ნაბიჯების დროა.
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება კიდევ ერთხელ გამოუცხადოს ბოიკოტი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, შემდეგ კი სულ დატოვოს პარლამენტი. ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს ყოფილი დეპუტატი და პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური.
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი ორჯერ გამოუცხადა, პირველად – საპარლამენტო არჩევნების (2020 წლის შემოდგომაზე) შემდეგ, მეორედ კი – 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ორივეჯერ მიზეზად არჩევნების გაყალბება დასახელდა. ბოლოს პარტიამ მუშაობა პარლამენტში 2022 წლის თებერვალში განაახლა.
„სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პარლამენტის ბოიკოტირებით დაიწყოს ახლა ყველაფერი და ნაბიჯები აქეთკენ გადაიდგას, ხოლო შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს, რომ ამ პარლამენტიდან საერთოდ გამოვიდეთ“, – განაცხადა წიკლაურმა ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და მტკიცე ნაბიჯების დროა.
ამავდროულად, წიკლაურის თანაპარტიელი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა გაამახვილოს ყურადღება ბოიკოტზე.
„ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომელზეც უნდა ვკონცენტრირდეთ, რადგან უსასრულო დისკუსია ამ საკითხზე გვაშორებს იმ მიზნებს, რომელიც არის გაცილებით უფრო სერიოზული“, – განუცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩასატარებლად ემზადება, სადაც ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას აპირებს. პარტიის გეგმებზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.
კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილს 20 აპრილს სასამართლო პროცესის დროს უნდა ესაუბრა.
თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს, განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციებზე 200 ათას ადამიანამდე შეკრებს.