Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მაიკ ტაისონმა თვითმფრინავში მგზავრს სცემა - ვიდეო

© courtesy of Pasieshvili Gochaმაიკ ტაისონი
მაიკ ტაისონი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
ინციდენტის შემდეგ ლეგენდარულმა მოკრივემ თვითმფრინავი დატოვა, დაზარალებულმა კი პოლიციაში განცხადება დაწერა.
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი მორიგ სკანდალში გაეხვია. ინციდენტი თვითმფრინავში მოხდა, სპორტსმენი სან-ფრანცისკოდან ფლორიდაში მიფრინავდა.
ერთ-ერთმა მგზავრმა იცნო მაიკი და მასთან კონტაქტის დამყარება სცადა, მან ტაისონთან „სელფიც“ კი გადაიღო. თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა, არ ისვენებდა და ზედმეტ ინტერესს იჩენდა მის მიმართ. ბოლოს მაიკს მოთმინება გამოელია და მომაბეზრებელი მგზავრი სცემა.
ინციდენტის შემდეგ ლეგენდარულმა მოკრივემ თვითმფრინავი დატოვა, დაზარალებულმა კი პოლიციაში განცხადება დაწერა. ტაისონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მგზავრი ნასვამი იყო და მან მოკრივეს წყლის ბოთლი ესროლა.
ყველა ახალი ამბავი
0