https://sputnik-georgia.com/20220422/gaxarias-partia-xelisuplebis-cvlilebis-winaagmdegia-266181274.html
გახარიას პარტია ხელისუფლების ცვლილების წინააღმდეგია
გახარიას პარტია ხელისუფლების ცვლილების წინააღმდეგია
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. არსებულ სიტუაციაში საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, განაცხადა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის... 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T20:29+0400
2022-04-22T20:29+0400
2022-04-22T21:56+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/15/249765635_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_0f6d1d70f5a61636aeebf87a126ec84d.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. არსებულ სიტუაციაში საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, განაცხადა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა.„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩასატარებლად ემზადება, რათა ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აიძულოს და ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს. პარტიის გეგმებზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილს 20 აპრილს სასამართლო პროცესზე უნდა ესაუბრა. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა, ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ აუცილებელია „დემონსტრაცია, ერთიანობის ზეიმი და ცვლილებები“.„ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს", – განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილს იმედი აქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ აქციაზე 200 ათასამდე ადამიანის შეკრებას შეძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/15/249765635_150:0:1899:1312_1920x0_80_0_0_5e2cc1bd3322b731a497672288541414.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
გახარიას პარტია ხელისუფლების ცვლილების წინააღმდეგია
20:29 22.04.2022 (განახლებულია: 21:56 22.04.2022) თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. არსებულ სიტუაციაში საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, განაცხადა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩასატარებლად ემზადება, რათა ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აიძულოს და ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს. პარტიის გეგმებზე დეპუტატმა „ნაცმოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ცუდი მთავრობა გვყავს, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით რისკების წინაშე დგას, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ხელისუფლების ცვლილება, მთავრობისა და პრემიერის დათხოვნა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან.
კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ, თუ როგორ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, სააკაშვილს 20 აპრილს სასამართლო პროცესზე უნდა ესაუბრა. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა, ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ აუცილებელია „დემონსტრაცია, ერთიანობის ზეიმი და ცვლილებები“.
„ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს", – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილს იმედი აქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ აქციაზე 200 ათასამდე ადამიანის შეკრებას შეძლებს.