უკრაინაში დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს სამშობლოში კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიმარიუპოლი
მარიუპოლი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე ცხრა ქართველი მოხალისეა დაღუპული.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. უკრაინაში 16 აპრილს დაღუპულ სამ ქართველ მებრძოლს – ზაზა ბიწაძეს, ალიკა ცაავას და არკადი კასრაძეს სამშობლოში ამ კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ.
უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, პარასკევს, საღამოს, ხოლო დანარჩენი ორი ჯარისკაცის ცხედარს შაბათს გადმოასვენებენ.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 16 აპრილამდე ექვსი ქართველი მოხალისის გარდაცვალების შესახებ იყო ცნობილი. ესენი არიან: დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ეს უკანასკნელი მარიუპოლისთვის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გამო მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დანარჩენი მებრძოლები საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0