https://sputnik-georgia.com/20220421/samebis-tazarshi-pextbanvis-rituali-ar-shesruldeba-266155651.html
დღეს სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება
დღეს სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება
Sputnik საქართველო
დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანას, გეთსიმანიის... 21.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-21T17:17+0400
2022-04-21T17:17+0400
2022-04-21T20:43+0400
საქართველო
საზოგადოება
რელიგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/09/250568775_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ad856df653a3e5699d516e942c6fabdd.jpg
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება.ტრადიციულად ამ დღეს, წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 12 მღვდელმსახურს ფეხს ბანდა. თუმცა წელს ეს რიტუალი არ შესრულდება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა – ამ დღეს ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს და თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა.საიდუმლო სერობის დაწყებამდე მაცხოვარმა თავისი მოწაფეების ფეხები განბანა და ამით სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითი გვიჩვენა. დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა მირონის კურთხევა შეიძლება.დიდი ხუთშაბათის საღამოს თორმეტგზის სახარების კითხვა, ანუ დიდი პარასკევის ცისკარი სრულდება, რომლის დროსაც ე.წ. თორმეტი სახარება, ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა. „თორმეტი სახარების" კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში თორმეტგზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.
https://sputnik-georgia.com/20220421/didi-xutshabati-vnebis-kviris-gamorcheuli-dge-266135945.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/09/250568775_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_f86f6400dac20731fb9196c5f2af5003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები
დღეს სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება
17:17 21.04.2022 (განახლებულია: 20:43 21.04.2022) დიდ ხუთშაბათს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფერხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება.
ტრადიციულად ამ დღეს, წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 12 მღვდელმსახურს ფეხს ბანდა. თუმცა წელს ეს რიტუალი არ შესრულდება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა – ამ დღეს ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს და თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა.
საიდუმლო სერობის დაწყებამდე მაცხოვარმა თავისი მოწაფეების ფეხები განბანა და ამით სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითი გვიჩვენა.
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა მირონის კურთხევა შეიძლება.
დიდი ხუთშაბათის საღამოს თორმეტგზის სახარების კითხვა, ანუ დიდი პარასკევის ცისკარი სრულდება, რომლის დროსაც ე.წ. თორმეტი სახარება, ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა. „თორმეტი სახარების" კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში თორმეტგზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.