https://sputnik-georgia.com/20220421/qartuli-ocneba-dres-iubiles-arnisnavs-266160162.html
„ქართული ოცნება“ დღეს იუბილეს აღნიშნავს
„ქართული ოცნება“ დღეს იუბილეს აღნიშნავს
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობა 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს შედგა.
2022-04-21T18:57+0400
2022-04-21T18:57+0400
2022-04-21T21:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249900191_0:99:1907:1172_1920x0_80_0_0_68bb1fc4d78c9c9cf9174e5ccdf3d581.jpg
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისი არსებობის 10 წლის მანძილზე საქართველოს უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, ნათქვამია პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში.დღეს პარტიას ოფიციალურად დაფუძნებიდან 10 წელი შეუსრულდა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობა 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს შედგა.„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აღიკვეთა ადამიანის უფლებების ხელყოფის, ადამიანის ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო 12-ჯერ მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.გარდა ამისა, მაღალი სტანდარტით არის დაცული მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, ეკონომიკური თავისუფლება და საკუთრების უფლება. სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცველი სტრუქტურები აღარ გამოიყენება რეპრესიულ ინსტრუმენტად.„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი“, – ნათქვამია განცხადებაში.2012 წელს ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა შეძლო.„ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ 2011 წელს გამოაცხადა და დააარსა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოთხ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად კოალიციაში ხელისუფლებაში მოვიდა და შეცვალა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249900191_108:0:1800:1269_1920x0_80_0_0_6fad928d1a1847ce53f802324108fb56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ქართული ოცნება“ იუბილე
„ქართული ოცნება“ დღეს იუბილეს აღნიშნავს
18:57 21.04.2022 (განახლებულია: 21:15 21.04.2022) „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობა 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისი არსებობის 10 წლის მანძილზე საქართველოს უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, ნათქვამია პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
დღეს პარტიას ოფიციალურად დაფუძნებიდან 10 წელი შეუსრულდა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობა 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს შედგა.
„2012 წლიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ ცხრაჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობის მანდატი, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით. ამ ნდობის გამართლება ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური საზრუნავია“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში აღიკვეთა ადამიანის უფლებების ხელყოფის, ადამიანის ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო 12-ჯერ მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
გარდა ამისა, მაღალი სტანდარტით არის დაცული მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, ეკონომიკური თავისუფლება და საკუთრების უფლება. სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცველი სტრუქტურები აღარ გამოიყენება რეპრესიულ ინსტრუმენტად.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი“, – ნათქვამია განცხადებაში.
2012 წელს ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა შეძლო.
„ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ 2011 წელს გამოაცხადა და დააარსა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოთხ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად კოალიციაში ხელისუფლებაში მოვიდა და შეცვალა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა.