https://sputnik-georgia.com/20220421/lasa-xucisvili-saertasoriso-savaluto-fondis-mxardawera-mnisvnelovania-saqartvelostvis-266163591.html
ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის
ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის
Sputnik საქართველო
მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და პროგნოზები საშუალოვადიან პერიოდში
2022-04-21T22:40+0400
2022-04-21T22:40+0400
2022-04-21T23:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494180_922:608:3072:1817_1920x0_80_0_0_aa2e3674b198c5b2ecd5b47a1fb122a8.jpg
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ საქართველოსთვის დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამის ამოქმედებას ქვეყნის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება უწოდა.ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერსს, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს ჯიჰად აზურს და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსს შეხვდა.მოლაპარაკებების ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში.მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლიდან ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და პროგნოზები საშუალოვადიან პერიოდში, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე. აღინიშნა, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა – არსებული სირთულეების ეფექტური მართვა, მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და, ამავდროულად, ფისკალური კონსოლიდაციის მიღწევა.ახალი პროგრამასაქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.ახალი შეთანხმების თანახმად, გადარიცხვები პროგრამის მიხედვით შეადგენს 289 მლნ დოლარს (210 მლნ SDR). ეს თანხა საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის 100%-ია.ახალი სამწლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ასევე ხელს შეუწყობს მის ძლიერ და უფრო ინკლუზიურ ზრდას.პროგრამის განხორციელება რომ დაიწყოს, ის ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. განხილვა 2022 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/11/251494180_1549:616:3072:1758_1920x0_80_0_0_6d630dd9a2d7ee1cb9fe2bd129c9d2d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერა საქართველო პროგრამა
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერა საქართველო პროგრამა
ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის
22:40 21.04.2022 (განახლებულია: 23:34 21.04.2022) მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და პროგნოზები საშუალოვადიან პერიოდში.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ საქართველოსთვის დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამის ამოქმედებას ქვეყნის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება უწოდა.
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერსს, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს ჯიჰად აზურს და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსს შეხვდა.
მოლაპარაკებების ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უწევს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2020-2021 წლებში COVID-19-ის პანდემიის უკიდურესად ნეგატიური ეფექტის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა წინა პროგრამა, რომლის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებისა და სათანადო რესურსების მობილიზებისთვის.
მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლიდან ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და პროგნოზები საშუალოვადიან პერიოდში, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე. აღინიშნა, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა – არსებული სირთულეების ეფექტური მართვა, მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და, ამავდროულად, ფისკალური კონსოლიდაციის მიღწევა.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ.
ახალი შეთანხმების თანახმად, გადარიცხვები პროგრამის მიხედვით შეადგენს 289 მლნ დოლარს (210 მლნ SDR). ეს თანხა საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის 100%-ია.
ახალი სამწლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ასევე ხელს შეუწყობს მის ძლიერ და უფრო ინკლუზიურ ზრდას.
პროგრამის განხორციელება რომ დაიწყოს, ის ჯერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. განხილვა 2022 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი.